title
2019 წლის 21-22 ოქტომბერს ოკუპირებულ ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ლ.საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში განათლების სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის ნორვეგიული ცენტრის (DIKU) მიერ დაფინანსებული პროექტის, ,,ქართულ-ნორვეგიული თანამშრომლობა საზოგადოებრივ ჯანმრთელობაში GeNoC-PH“ ფარგლებში კონფერენცია გაიმართება.
კონფერენციას დაესწრებიან ოკუპირებულ ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს, ლ.საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი პირები, საქართველოში ნორვეგიის ელჩი. ასევე, გაეროს ბავშვთა ფონდის, შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის, საქართველოს უნივერსიტეტის, ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და სხვა დაინტერესებული ორგანიზაციების წარმომადგენლები.
კონფერენციაზე პროექტის მონაწილე მხარეები, სხვა მომხსენებლებთან ერთად, წარმოადგენენ საქართველო-ნორვეგიის თანამშრომლობის მნიშვნელოვან შედეგებს, მიმდინარე გამოწვევებსა და სამომავლო პერსპექტივებს.
ქართულ-ნორვეგიული თანამშრომლობა საზოგადოებრივი ჯანდაცვისა და უმაღლესი განათლების სფეროში ოც წელზე მეტს ითვლის. ამ პერიოდში განხორციელებული ერთობლივი პროექტების საშუალებით გაიზარდა ორ ქვეყანას შორის გამოცდილების გაზიარების შესაძლებლობა თანამედროვე მოთხოვნების შესაბამისი აკადემიური პროგრამების მომზადების და სამეცნიერო საქმიანობის გაძლიერების კუთხით, ქართველ სტუდენტებს მიეცათ ნორვეგიის არქტიკულ უნივერსიტეტში სწავლის შესაძლებლობა, დაინერგა და ამუშავდა ქართული დაბადების რეგისტრი და სხვა. აღნიშნული პროექტის მნიშვნელობა და წარმატება დიდად განსაზღვრავს სამომავლო თანამშრომლობას საქართველოსა და ნორვეგიას შორის.
აღნიშნული კონფერენცია კიდევ ერთი შესაძლებლობაა ურთიერთთანამშრომლობის გაღრმავების ხელშეწყობისთვის.
კონფერენცია გაიმართება დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის საკონფერენციო დარბაზში (I სართული).
მედია შესვენება გაიმართება 21 ოქტომბერს 12:00 საათზე
ფეისბუქი - National Center for Disease Control & Public Health, Georgia (NCDC & PH),
მისამართი: თბილისი, კახეთის გზატკეცილი #99
საკონტაქტო პირი: ნინო მამუკაშვილი 595 956 103