Logo

ჯანმრთელობის მსოფლიო დღე 7 აპრილი, 2021 წელი

title

„ავაშენოთ უფრო სამართლიანი და ჯანმრთელი სამყარო“

 

ჯანმრთელობის მსოფლიო დღე ყოველწლიურად 7 აპრილს აღინიშნება. 2021 წლის კამპანიის სლოგანია: „ავაშენოთ უფრო სამართლიანი და ჯანმრთელი სამყარო“

სამყარო უთანასწოროა

როგორც COVID-19–ის პანდემიამ ნათლად დაგვანახა, ზოგიერთ ადამიანს შეუძლია იცხოვროს ჯანსაღად, მათ აქვთ ჯანდაცვის სერვისებზე სხვებზე უკეთესი ხელმისაწვდომობა, რაც დამოკიდებულია იმ პირობებზე, რომელშიც ისინი დაიბადნენ, გაიზარდნენ, ცხოვრობენ, მუშაობენ და ბერდებიან.

მსოფლიოში არსებობენ ადამიანთა ჯგუფები, რომელთაც თავი ძლივს გააქვთ, აქვთ ძალიან დაბალი შემოსავალი, ცუდი საცხოვრებელი პირობები, განათლების მწირი შესაძლებლობები, ხშირია უმუშევრობა, სახეზეა გენდერული უთანასწორობა, მათ ნაკლებად ან საერთოდ არ აქვთ ხელმისაწვდომობა უსაფრთხო გარემოზე, სუფთა წყალსა და ჰაერზე, უსაფრთხო სურსათსა და ჯანმრთელობის სერვისებზე. ეს ყველაფერი კი იწვევს გაუმართლებელ ტანჯვას; დაავადებებს, რომელთა თავიდან აცილება შესაძლებელია და ნაადრევ სიკვდილს; ზიანს აყენებს საზოგადოებებსა და ეკონომიკას.

ეს არა მხოლოდ უთანასწოროა, მისი პრევენცია შესაძლებელია!

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია მოუწოდებს მსოფლიო ლიდერებს, ყველაფერი გააკეთონ, რათა თითოეული ადამიანი უზრუნველყოფილი იყოს ჯანმრთელობისთვის აუცილებელი საცხოვრებელი და სამუშაო პირობებით. ამავდროულად, ჯანმო მოუწოდებს ლიდერებს განახორციელონ უთანასწორობის მონიტორინგი და მოქალაქეებისთვის უზრუნველყონ მაღალი ხარისხის ჯანმრთელობის მომსახურებებზე გეოგრაფიული და დროული ხელმისაწვდომობა.

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია მზად არის გააკეთეოს ყველაფერი, რათა ყველას ყველგან ქონდეს საშუალება განახორციელოს საკუთარი ჯანმრთელობის უფლება.

COVID-19-ის პანდემიამ მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა მსოფლიოს ქვეყნებს, განსაკუთრებით კი იმ მოსახლეობას, რომლებიც ყველაზე მოწყვლადი არიან, აქვთ დაავადებების მაღალი რისკი და ნაკლები ხელმისაწვდომობა ხარისხიან სამედიცინო მომსახურებებზე და, შესაბამისად, ყველაზე მეტად დაზარალდნენ პანდემიის პირობებში. 

სამედიცნო მომსახურების უთანასწორობა არ არის ახალი. მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიოში  შეინიშნება ჯანმრთელობის მდგომარეობისა და სიცოცხლის ხანგრძლივობის საშუალო მაჩვენებლების გაუმჯობესება და ნაადრევი სიკვდილიანობის მაჩვენებლის შემცირება, ეს მიღწევები არ არის თანაბრად გადანაწილებული მოსახლეობის სხვადასხვა ჯგუფებში და  სხვადასხვა ქვეყანებში. განხვავება შეინიშნება ასაკობრივ ჯგუფების მიხედვითაც, ადრეული ასაკიდან სიცოხლის ბოლომდე.

ეს არა მხოლოდ უთანასწოროა, მისი პრევენცია შესაძლებელია! ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია მოუწოდებს მსოფლიო ლიდერებს, ყველაფერი გააკეთონ რომ თითოეული ადამიანი უზრუნველყოფილი იყოს ჯანმრთელობისთვის აუცილებელი საცხოვრებელი და სამუშაო პირობებით. ამავდროულად, ჯანმო მოუწოდებს ლიდერებს განახორციელონ უთანასწორობის მონიტორინგი და მოქალაქეებისთვის უზრუნველყონ მაღალი ხარისხის ჯანმრთელობის მომსახურებებზე გეოგრაფიული და დროული ხელმისაწვდომობა.

ცხადია, თანამედროვე საზოგადოებისა და მომავალი თაობების კეთილდღეობის, განვითარების, მდგრადობის და სიცოცხლიუნარიანობისათვის აუცილებელია გოგონებსა და ბიჭებს თანაბრად კარგი პირობები ქონდეთ დაბადებისას და მთელი სიცოცხლის მანძილზე.[i]

ჯანმრთელობის მსოფლიო დღის მნიშვნელოვანი აქცენტები

1. შემოუერთდით კამპანიას უფრო სამართლიანი, ჯანმრთელი სამყაროსათვის

·         სამყარო უთანასწოროა, ზოგიერთ ადამიანს შეუძლია იცხოვროს ჯანსაღად, მათ აქვთ ჯანდაცვის სერვისებზე უკეთესი ხელმისაწვდომობა, რაც დამოკიდებულია იმ პირობებზე, რომელშიც ისინი დაიბადნენ, გაიზარდნენ, ცხოვრობენ, მუშაობენ და ბერდებიან.  უთანასწოროა, მაგრამ პრევენცია შესაძლებელია!

·         ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია მოუწოდებს მსოფლიო ლიდერებს განახორციელონ ჯანმრთელობის უთანასწორობის მონიტორინგი და გამოიკვლიონ უთანასწორობის მიზეზები, რათა თითოეული ადამიანი უზრუნველყოფილი იყოს ჯანმრთელობისთვის აუცილებელი საცხოვრებელი და სამუშაო პირობებით.

·         ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია მოუწოდებს მსოფლიო ლიდერებს  თითოეული ადამიანისთვის უზრუნველყონ მაღალი ხარისხის ჯანმრთელობის მომსახურებებზე გეოგრაფიული და დროული ხელმისაწვდომობა.

2. ერთად დავასრულოთ უთანასწორობა ჯანმრთელობის მიმართულებით

·         ჩვენ ყველას ჩვენი როლი გვაქვს ჯანმრთელობის მიმართულებით არსებული უთანასწორობის მიზეზების აღმოფხვრის პროცესში. თუ მთავრობები და საზოგადოებები ერთად იმოქმედებენ, ბევრად უკეთეს შედეგებს მივაღწევთ.

·         ჯანმრთელობის მიმართ უთანასწორობა იწვევს გაუმართლებელ ტანჯვას, დაავადებებს, რომელთა თავიდან აცილება შესაძლებელია და ნაადრევ სიკვდილს; ზიანს აყენებს ჩვენს საზოგადოებებსა და ეკონომიკას.

3.    მხარი დავუჭიროთ „ჯანმრთელობა ყველასათვის“ პრინციპს: არავინ არის უსაფრთხოდ, სანამ ყველა უსაფრთხოდ არ იქნება

·         ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია მოუწოდებს გაფართოვდეს ინვესტიციები პირველად ჯანდაცვაში, რათა მივაღწიოთ „ჯანმრთელობას ყველასათვის“. COVID-19-ის პანდემიამ ცხადყო, რომ არსებულმა უთანასწორობამ კიდევ უფრო სერიოზული ზიანი მიაყენა განსაკუთრებით მოწყვლად მოსახლეობას. არსებული პრობლემების გადასაჭრელად და მომავალში სიცოცხლიუნარიანობის გასაძლიერებლად აუცილებელია  უზრუნველყოფილი იყოს „ჯანმრთელობა ყველასათვის“. გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება უთანასწორობის პირველადი მიზეზების აღმოფხვრას, მოსახლეობაში ინვესტირებას და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესაბამისი ღონისძიებების გატარებას.

·         გადაუდებელი საჭიროებაა დავიცვათ, გამოვიკვლიოთ და ვუმკურნალოთ მსოფლიო მოსახლეობას: მხოლოდ ამის განხორციელების შემდეგ იქნება შესაძლებელი პანდემიის დასრულება. გარდა ვაქცინების, დიაგნოსტიკისა და სამკურნალო საშუალებების სამართლიანი ხელმისაწვდომობისა, აუცილებელია ჯანდაცვის სისტემების გაძლიერება, რომლებმაც ეს ყველაფერი უნდა უზრუნველყონ. ძლიერი სამედიცინო პერსონალი და პირველადი ჯანდაცვა არის ქვაკუთხედი იმის უზრუნველსაყოფად, რომ ყველას ქონდეს საშუალება მიიღოს დროული ხარისხიანი სამედიცინო მომსახურება სახლთან რაც შეიძლება ახლოს.


[1] https://www.euro.who.int/en/media-centre/events/events/2021/04/world-health-day-2021/world-health-day-2021

[1] https://www.euro.who.int/en/media-centre/events/events/2021/04/world-health-day-2021/key-messages



სამედიცინო პერსონალისადმი მიძღვნილი წელი 2021 - დაიცავი. განახორციელეინვესტიციები. ერთად.