title
Clostridium difficile-სთან ასოცირებული დაავადებების ეპიდემიოლოგია საქართველოში
პროექტის დასახელება: “Clostridium difficile-სთან ასოცირებული დაავადებების ეპიდემიოლოგია საქართველოში“, BTEP/ISTC, G-1759; პროექტის განხორციელების ვადები: 01.12.2013 – 31.05.2015.
პროექტის ანოტაცია
ა). მიზანი: საქართველოში Clostridium difficile-სთან ასოცირებული დაავადებების გავრცელების, რისკ-ფაქტორებისა და Clostridium difficile-ს მოლეკულური ეპიდემიოლოგიის შესწავლა.
ბ). განხორციელების გზები:
• მონაცემების შეგროვება Clostridium difficile-სთან ასოცირებული დაავადებების გავრცელებისა და რისკ-ფაქტორების შესახებ;
• კლინიკური მასალიდან Clostridium difficile-ს შტამების დეტექცია, იზოლაცია და იდენტიფიკაცია;
• Clostridium difficile-ს შტამების ანტიბიოტიკებისადმი მგრძნობელობის შესწავლა;
• ELISA-ს საშუალებით Clostridium difficile-ს A და B ტოქსინების დეტექცია;
• Clostridium difficile-ს A, B და ბინარული ტოქსინების ტიპირება;
• Clostridium difficile-ს შტამების პოლიმერაზული ჯაჭვური რეაქცია – რიბოტიპირება.
გ). მოსალოდნელი შედეგები:
• ჰოსპიტალიზებულ პაციენტთა შორის შესწავლილი იქნება Clostridium difficile-სთან ასოცირებული დაავადებების ინციდენტობა;
• დადგინდება სამედიცინო მომსახურებასთან დაკავშირებული Clostridium difficile-სთან ასოცირებული დაავადებების ტრანსმისიის რისკ-ფაქტორები;
• დადგინდება Clostridium difficile-ს A/B ტოქსინებსა და Clostridium difficile-სთან ასოცირებულ დაავადებებს შორის შესაძლო კავშირი;
• მოხდება Clostridium difficile-ს შტამების მოლეკულურ-ბიოლოგიური დახასიათება;
• შემუშავდება Clostridium difficile-სთან ასოცირებული დაავადებების პრევენციული ღონისძიებები.