გაზომვები | კომენტარები |
თერმომეტრის გამოყენება შიდა ტემპერატურის გასაზომად | გაზომეთ ოთახის ტემპერატურა 8:00-10:00 სთ დროის შუალედში, 13:00 საათზე და ღამე 22:00 საათის შემდეგ. ოთახის ტემპერატურამ არ უნდა გადააჭარბოს 320C-ს დღის განმავლობაში და 320 C-ს ღამის განმავლობაში |
ღამის ვენტილაციის გამოყენება | გააღეთ ყველა ფანჯარა ღამის განმავლობაში და დილით ადრე, რათა გამოიყენოთ, ღამის ჰაერი ოთახის გასაგრილებლად, |
ყველა ფანჯრის დახურვა დღის ცხელ პერიოდში | შეინარჩუნეთ სიგრილე ოთახში |
ფანჯრების დაჩრდილვა | იმ ოთახებში, სადაც დილის და შუადღის მზე უდგება, ფანჯრებზე ჩამოკიდეთ დამჩრდილავი საშუალებები |
შიდა გათბობის შემცირება | გამორთეთ შუქი და ელექტრო-ხელსაწყოები ოთახში (გარდა მაცივრისა) |
სველი პირსახოცების დაკიდება | დაკიდეთ ოთახში სველი პირსახოცები, რომელიც გაგრილებასთან ერთად ჰაერს დაატენიანებს |
ელექტროენერგიის დაზოგვა | ეფექტურად გამოიყენეთ ელექტროენერგია, მაშინაც კი როდესაც კონდიციონერს იყენებთ გაგრილებისთვის. ეს აგაცილებთ თავიდან ელექტროენერგიის გათიშვის საფრთხეს ქვეყანაში |
ტექნიკური ზომები | |
გარეთა დამჩრდილავების გამოყენება | ფანჯრებზე გარეთა დამჩრდილავების გამოყენება კარგ ეფექტს იძლევა (შიდა დამჩრდილავებთან ერთად) სიცხის ოთახში შეღწევის შემცირების თვალსაზრისით |
ვენტილატორის გამოყენება | ვენტილატორის გამოყენებას აქვს გარკვეული ეფექტი, როდესაც ტემპერატურა 35°C-ზე ნაკლებია. თუ იგი აღემტება 35°C-ს, მაშინ სიცხესთან დაკავშირებულ პრობლემებს ვერ აგვაცილებს თავიდან. ამასთან, ვენტილატორი უნდა იდგეს ოთახში ხალხისგან გარკვეული მანძილზე და არ უნდა იყოს პირდაპირ მიმართული სხეულისკენ; ამავე დროს, აუცილებელია სითხეების მიღება |
მობილური ამაორთქლებელი გამაგრილებლების გამოყენება | მისი ეფექტი იზრდება ტემპერატურასთან ერთად და მცირდება ჰაერის ტენიანობასთან ერთად |
ტენიანობის შემცირება | ტენიანობის შემამცირებელი ეფექტურია მაღალი ტენიანობის შემთხვევაში და არა ძალიან მაღალი ტემპერატურის დროს. |
ჰაერის ლოკალური კონდიცირება | კონდიციონერის გამოყენებას სასურველი ეფექტი აქვს. თუმცა გასათვალისწინებელია, რომ იგი ძალიან ეფექტური უნდა იყოს ელექტროენერგიის მოხმარების თვალსაზრისით, და ყურადღება უნდა მიექცეს მისი გაწმენდის მდგომარეობას რათა თავიდან ავიცილოთ ჯანმრთელობის სხვა პრობლემები |