Logo

ინფექციებთან ბრძოლაში პირველი წარმატებები თავად გამომწვევი მიკროორგანიზმების აღმოჩენამდე იქნა მიღწეული

title


1796 წელი – ყვავილის საწინააღმდეგო ვაქცინა (ედუარდ ჯენერი);

1799 წელი – ყვავილის საწინააღმდეგო პირველი ისტორიული ვაქცინაცია;

1885 წელი – ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინა (ლუი პასტერი);

1909 წელი – მიღებული იქნა დიფთერიის ანატოქსინი, რომლის მნიშვნელობა ყვავილის საწინააღმდეგო ვაქცინის აღმოჩენას უთანაბრდება;

XX საუკუნის 20-იანი წლები – სხვადასხვა ბაქტერიული ინფექციის აქტიურ ვაქცინათა მნიშვნელოვანი ნაწილის შემუშავება;

XX საუკუნის მეორე ნახევარი – რეკომბინანტული დნმ-ის ტექნოლოგიის გამოყენება ვირუსული ვაქცინების შემუშავების მიზნით;

1957 – ჯონ სოლკის მიერ შექმნილი იქნა პოლიომიელიტის საწინააღმდეგო
პირველი წარმატებული ვაქცინა;

1974 წელი – დასაბამი მიეცა იმუნიზაციის გაფართოებულ პროგრამას;

1978 წელს იმუნიზაცია დეკლარირებული იქნა როგორც საზოგადოებრივი ჯანმრთელობის პროგრამების აუცილებელი კომპონენტი;

1980 წელი – ყვავილის გლობალური აღმოფხვრა;

1988 წელი – დაიწყო პოლიომიელიტის აღმოფხვრის ინიციატივა, რომელიც დასკვნით ფაზაშია;

2002 წელი – საქართველო სერთიფიცირებულია, როგორც პოლიომიელიტისგან თავისუფალი ქვეყანა;

2014 წლის განმავლობაში მსოფლიოში, დაახლოებით 115 მილიონ ჩვილს (86%) ჩაუტარდა სამი აცრა დიფთერია-ყივანახველა-ტეტანუსის საწინააღმდეგო ვაქცინით;

2014 წელს მსოფლიოს 129 ქვეყანამ მიაღწია დიფთერია-ყივანახველა-ტეტანუსის ვაქცინის მესამე დოზით 90%-იან მოცვის მაჩვენებელს;

მაგრამ ჯერ კიდევ 18.7 მილიონ ბავშვს მსოფლიოში არ უტარდება აცრები ძირითადი ვაქცინებით. მათი უმრავლესობა აფრიკაში და აზიაში ცხოვრობს;

რეგიონული სამოქმედო გეგმის მიხედვით, ევროპა უნდა გახდეს თავისუფალი მართვადი ინფექციებისაგან, ყველა ქვეყანას უნდა ჰქონდეს წვდომა მაღალი ხარისხის, უსაფრთხო, ხელმისაწვდომი ფასის ვაქცინებთან და ადგილობრივი პირობების გათვალისწინებით, თანასწორი და უნივერსალური იმუნიზაციის მომსახურებასთან მთელი სიცოცხლის მანძილზე;

საქართველოში 0-15 წლამდე ასაკის ბავშვების ვაქცინაცია ხორციელდება საზოგადოებრივი ჯანმრთელობის კანონისა და პროფილაქტიკური აცრების ეროვნული კალენდრის შესაბამისად (სშჯსდ მინისტრის ბრძანება #01-57/ნ 19.11.2015);

სახელმწიფო უზრუნველყოფს 12 ინფექციის – B ჰეპატიტის, ტუბერკულოზის, დიფთერიის, ყივანახველას, ტეტანუსის, პოლიომიელიტის, ყბაყურას, წითურას, წითელას, როტავირუსული ინფექციის, პნევმოკოკური ინფექციის და ჰემოფილუს ინფლუენცა ტიპი ბ საწინააღმდეგო ვაქცინაციას 10 ვაქცინის საშუალებით: BCG, Hep B, DPaT-Hib-HepB-IPV DPT, DT, Td, OPV, MMR, Rota და PCV;

საქართველოში იმუნიზაციის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში გამოიყენება მხოლოდ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ რეკომენდებული და პრეკვალიფიცირებული ვაქცინები. აქედან გამომდინარე, ყველა ვაქცინა გამოირჩევა მაღალი ეფექტიანობით და უსაფრთხოებით;

პროგრამული ვაქცინები უფასოა მომხმარებლისთვის, რადგან ამ ვაქცინების ღირებულებას სრულად იფარება სახელწიფო იმუნიზაციის პროგრამის ფარგლებში.