title
31 მაისი - დღე მსოფლიო თამბაქოს გარეშე (World No Tobacco Day) 1987 წლიდან აღინიშნება ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის, პარტნიორი ორგანიზაციებისა და წევრი-ქვეყნების მიერ. ამ დღეს ყურადღების მახვილდება თამბაქოს გლობალურ ეპიდემიაზე, თამბაქოსთან ასოცირებულ ჯანმრთელობის პრობლემებსა და სხვა რისკებზე. ასევე, ხდება თამბაქოს მოხმარების შემცირებისკენ მიმართული ეფექტური პოლიტიკის ადვოკატირება.
•2021 წელს დღის მსოფლიო თამბაქოს გარეშე აღსანიშნავად ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ წამოიწყო გლობალური კამპანია ლოზუნგით “Commit to Quit”. ინიციატივის მიზანია ხელი შეუწყოს 100 მილიონამდე ადამიანს მსოფლიოს მასშტაბით უარი თქვას თამბაქოს მოხმარებაზე სხვადასხვა მეთოდებისა თუ ციფრული საშუალებების დახმარებით. პროექტი ხელს შეუწყობს თამბაქოს შეწყვეტისთვის კიდევ უფრო ჯანმრთელი და ხელსაყრელი გარემოს შექმნას შემდეგი მეთოდებით: თამბაქოს მოხმარების შეწყვეტის ძლიერი პოლიტიკის ადვოკატირება
•მოწევის შეწყვეტის სერვისებზე ხელმისაწვდომობის გაზრდა
•თამბაქოს ინდუსტრიის ტაქტიკის შესახებ ცნობიერების ამაღლება
•მწეველების შესაძლებლობების გაზრდა თავის დანებების წარმატებული მცდელობისთვის.
COVID-19-ის პანდემიის პირობებში მილიონობით თამბაქოს მომხმარებელს გაუჩნდა თავის დანებების სურვილი. თუმცა, თამბაქოზე თავის დანებება შესაძლოა გამოწვევა აღმოჩნდეს ეკონომიური თუ სოციალური სტრესის ფონზე, რომელიც COVID-19-ს ახლავს თან.
მსოფლიოში დაახლოებით 780 მილიონ ადამიანს სურს თამბაქოზე უარის თქმა, თუმცა მათგან მხოლოდ 30%-ს აქვს ხელმისაწვდომობა იმ საშუალებებზე, რომელიც მათ დაეხმარება ფიზიკური თუ ფსიქოლოგიური დამოკიდებულების დაძლევაში.
ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია პარტნიორებთან ერთად ხელმისაწვდომს გახდის იმ საშუალებებსა და რესურსებს, რომელიც საჭიროა მოწევისთვის თავის დანებების უზრუნველსაყოფად.
საქართველო მრავალი წელია უერთდება ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციას და მის პარტნიორებს და ყოველწლიურად, სხვადასხვა ღონისძიებით აღნიშნავს დღეს მსოფლიო თამბაქოს გარეშე.
31 მაისს, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი დღეს მსოფლიო თამბაქოს გარეშე აღნიშნავს ცენტრის ერთ-ერთი კორპუსის კედლის მოხატვით. შენობის კედელზე საგანგებოდ, ამ დღისთვის თამბაქოს თემატიკის შინაარსის ნამუშავარი შესრულდება. არტისტები დაწესებულების კედელზე დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრისა და ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ გამოცხადებული პოსტერების კონკურსში გამარჯვებული ახალგაზრდების ნამუშევრებს გადაიტენენ. კონკურსის ფარგლებში სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტებმა თამბაქოს მავნეობის თემაზე კრეატიული ვიზუალური მასალა მოამზადეს.
16:30 საათზე თამბაქოს მოხმარების პრევენციის ოფიციალურ Facebook გვერდზე განხორციელდება ლაივ-ჩართვა, რომლის ფარგლებშიც ცენტრის წარმომადგენლები მიმოიხილავენ თამბაქოსა და მისი პროდუქტების მოხმარების გავლენას COVID-19 პანდემიის პირობებში და გაგვიზიარებენ უახლესი კვლევების შედეგებს.
https://www.euro.who.int/en/media-centre/events/events/2021/05/world-no-tobacco-day-2021-commit-to-quit
https://www.who.int/news-room/events/detail/2021/05/28/default-calendar/world-no-tobacco-day-2021-launch-of-commit-to-quit!-marathon
100-ზე მეტი მიზეზი თამბაქოს მოწევაზე თავის დანებებისათვის