Logo

რატომ უნდა მოუწოდებდეს გაერთიანებული ერები თამბაქოზე უფრო მაღალი გადასახადებისკენ

title

რატომ უნდა მოუწოდებდეს გაერთიანებული ერები თამბაქოზე უფრო მაღალი გადასახადებისკენ

ამონარიდი “ვაშინგტონ პოსტი“- ს 2015 წლის, 1 ოქტომბრის გამოცემის ოპ-ედი-დან

მაიკლ ბლუმბერგი და მარგარეტ ჩანი

მაიკლ ბლუმბერგი იყო ნიუ იორკის მერი 2002-2013 წლებში. მარგარეტ ჩანი არის ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალური დირექტორი.

პირველად ისტორიაში, გლობალური მდგრადი განვითარების მიზნები, რომლებიც განიხილება გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში, მოიხსენიებს თამბაქოს მოხმარებას - და მისგან გამოწვეულ ქრონიკულ დაავადებებს, როგორც განვითარების საკითხს. რაც დიდი ხნის წინ უნდა მომხდარიყო.

მთელს მსოფლიოში, დაახლოებით 6 მილიონი ადამიანი იღუპება ყოველწლიურად თამბაქოსთან ასოცირებული დაავადებებით. ეს ნიშნავს, რომ ყოველ ექვს წამში ერთხელ ერთი ადამიანი იღუპება, ან ყოველ ერთ წუთში ერთხელ ათი ადამიანი. 2030 წლისთვის ნავარაუდებია, რომ 8 მილიონი ადამიანი დაიღუპება ყოველწლიურად თამბაქოს მოხმარებით - მათ შორის 80% განვითარებად ქვეყნებში.

ამ პრობლემების მიზეზმა - როგორიცაა თამბაქოს გაყიდვები - შესაძლოა ასევე ხელი შეუწყოს მათ გადაჭრას. თამბაქოს ინდუსტრიამ, რომელიც $35 მილიარდ მოგებას იღებს ყოვეწლიურად, უნდა გაიღოს ხარჯები, რომლებსაც ის აყენებს საზოგადოებას. ამის უზრუნველყოფისთვის არსებობს პირდაპირი გზა: გადასახადები. ბოლოს და ბოლოს, რატომ უნდა უწევდეს სახელმწიფო ეფექტურ სუბსიდირებას თამბაქოს კომპანიებს, მათ მიერ წარმოქმნილი ჯანდცვის ხარჯების დაფარვით?

სიგარეტსა და სხვა თამბაქოს ნაწარმზე გადასახადების გაზრდა, უმეტეს წილად მოხმარების შემცირების სტრატეგიაა - და დამტკიცებულია, როგორც უაღრესად წარმატებული. ნათელია იმის მტკიცებულება, რომ თამბაქოზე გადასახადების მატება ამცირებს მის მოხმარებას, წაახალისებს მწეველებს მოწევის შეწყვეტისკენ, ხოლო ახალგაზრდებს სურვილს უკარგავს  დაიწყონ მოწევა.

სინამდვილეში, თამბაქოს ფასისადმი ყველაზე მგრძნობიარე დემოგრაფიული ჯგუფი ახალგაზრდებია, რომლებსაც როგორც წესი ნაკლები შემოსავალი აქვთ, ვიდრე მათზე უფროს თაობას. დაბალ-შემოსავლიანი მოსახლეობა ასევე მგრძნობიარეა ფასის ზრდისადმი, რაც ხდის გადასახადების მომატებას განსაკუთრებით ეფექტურს ღარიბ ქვეყნებში, სადაც თამბაქოს მოხმარება სწრაფად იზრდება.

ამავე ქვეყნებს, ჯანდცვის მომსახურების გაუმჯობესების მეტი საჭიროება აქვთ. ჯანდაცვის სისტემებისთვის ტვირთის შემცირების გარდა, თამბაქოს გადასახადებს შეუძლიათ დაეხმარონ ქვეყნებს დაფარონ თამბაქოს მოხმარებით გამოწვეული უდიდესი ხარჯები. საბედნიერიოდ, მთავრობებმა დაიწყეს იმ აზრის გაღვიძება, რომ თამბაქოს გადასახები ქმნის შესაძლებლობებს მიღწეულ იქნას ორივე კრიტიკულად მნიშვნელოვანი მიზანი: მოხმარების შემცირება და შემოსავლის გაზრდა. სამხრეთ აფრიკაში, საფრანგეთში და ახალ ზელანდიაში, თამბაქოს გადასახადებმა ხელი შეუწყო ამ ნაწარმის მოხმარების შემცირებას და უზრუნველყო ჯანდაცვის დაფინანსება.

2012 წელს, ფილიპინებმა მიიღო მისი გადამწყვეტი და ღირშესანიშნავი ე.წ. „sin tax” (გადასახადი ჯანმრთელობისთვის საზიანო ნაწარმზე) რეფორმის კანონი. ეს კანონმდებლობა, რომელმაც გაზარდა გადასახადების დონე დაბალი ფასის სიგარეტზე 300%-ზე მეტით, აგროვებს შემოსავალს ქვეყნის უნივერსალური ჯანდაცვის დაზღვევის პროგრამისთვის. 2014 წლისთვის, ამ სახსრებმა ხელი შეუწყო მთავრობას  ჯანდაცვის დაზღვევის პრემიუმების სუბსიდირება მოეხდინა  მოსახლეობის დაახლოებით ნახევრისთვის.

თამბაქოს ინდუსტრია, რა თქმა უნდა, უარყოფს აზრს, რომ მან უნდა დაფაროს ის გრძელვადიანი ხარჯი, რომელიც გროვდება თამბაქოს ნაწარმით, და ის დაუღალავად მუშაობს, პირდაპირ და მისი მოწინავე ჯგუფების მეშვეობით, რომ დაარწმუნოს მთავრობები, თამბაქოზე გადასახადების საკითხის არ დაუთმონ დიდი ყურადღება. რომელიმე სხვა სამომხმარებლო ნაწარმი, რომ იყოს ცნობილი როგორც მის მომხმარებლებს შორის ორიდან ერთის სიკვდილის გამომწვევი, მთავრობებს მოუწოდებნენ, მათი სრულიად აეკრძალვისკენ. თუმცა,  მსოფლიოს უდიდეს ნაწილში, თამბაქოს რეგულირება და მასზე გადასახადების დაწესება ძალიან მსუბუქად ხდება.

ეს მიუხედავად იმ ფაქტისა, რომ თამბაქოს გადასახადები ფორმალურად მიღებულია მთავრობების მიერ, რომლებიც მსოფლიო მოსახლეობის 90%-ს წარმოადგენენ, იურიდიულად სავალდებულო გლობალური ხელშეკრულებით - ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის თამბაქოს კონტროლის ჩარჩო კონვენციით - რაც თამბაქოს მოხმარების შემცირების მნიშვნელოვანი და ეფექტური საშუალებაა. ხელშეკრულება უზურნველყოფს მთავრობებისთვის თამბაქოზე გადასახადების დანერგვის და გაძლიერებისთვის საჭირო გაიდლაინებს.

თუ მთავრობის ძირითადი მიზანია სიცოცხლის დაცვა - და ჩვენ გვჯერა, რომ ეს ასეა - მაშინ თამბაქოზე გადასახადები უაღრესად მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია. გაერთიანებულმა ერებმა უნდა წაახალისონ ქვეყნები გაზარდონ თამბაქოს გადასახადები, რათა მხარი დაუჭირონ მსოფლიოს განვითარების მიზნებს და შეამცირონ თამბაქოს მოხმარება.

 

https://www.washingtonpost.com/opinions/why-the-united-nations-should-press-for-higher-taxes-on-tobacco/2015/10/01/e9735466-66e0-11e5-9223-70cb36460919_story.html?postshare=8631443763748695