Logo

ჰეპატიტის მსოფლიო დღე 28.07.2021

title 2021 წლის 28 ივლისს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში გაიმართა ჰეპატიტის მსოფლიო დღისადმი მიძღვნილი პრესკონფერენცია სლოგანით „იCოდე, ჰეპატიტი არ იCდის“ როდესაც ჰეპატიტის გამო ყოველ 30 წამში ერთი ადამიანი კვდება, მოცდის დრო არ არის! ღონისძიებას ესწრებოდნენ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის, ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო-პრაქტიკული ცენტრის ხელმძღვანელი პირები; ასევე, აშშ დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრების, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენლები და დარგის ექსპერტები. პრესკონფერენციაზე წარმოდგენილი იყო C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის მიღწევები და COVID-19 პანდემიის გავლენა საქართველოში ელიმინაციის პროგრამის მიმდინარეობაზე. ღონისძიების ბოლოს განკურნებულ პაციენტთა ასოციაციამ დაანონსა ჰეპატიტის საკომუნიკაციო კამპანიის ინიცირება და კიდევ ერთხელ მოუწოდა საზოგადოებას ჩაიტაროს გამოკვლევა და ჩაერთოს C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამაში. ჰეპატიტის მსოფლიო დღის აღსანიშნავად მთელი მსოფლიო ერთიანდება საერთო მიზნით - ამაღლდეს ცნობიერება ვირუსული ჰეპატიტების რეალური ტვირთის შესახებ.