Logo

მხედველობის საერთასორისო დღე

title

წელს, მხედველობის მსოფლიო დღე 8 ოქტომბერს აღინიშნება, მისი გზავნილია: „მე მჯერავს, რომ დავინახავ!“

მხედველობის მსოფლიო დღის საერთაშორისო კამპანია თავდაპირველად 2000 წელს „Lions Club International Foundation“–მა დაიწყო და ყოველწლიურად ოქტომბრის მეორე ხუთშაბათს ტარდება.   დღესდღეობით მხედველობის ყოველწლიური მსოფლიო დღის მომზადებაში ხელმძღვანელი როლი სიბრმავის პრევენციის საერთაშორისო სააგენტოს (IAPB) ეკისრება. წლების მიხედვით მხედველობის საერთაშორისო დღის თემატიკა იცვლება და მიმართულია მხედველობასთან დაკავშირებულ პრობლემებსა და სიბრმავეზე ყურადღების კონცენტრირებაზე.  მისი მიზანია:

· სიბრმავესა და მხედველობის დაქვეითებასთან დაკავშირებული საკითხების შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლება

    სიბრმავესა და მხედველობის დაქვეითებასთან დაკავშირებული საკითხების საზოგადოებრივი ჯანდაცვის პრიორიტეტად მიჩნევისა და საპრევენციო პროგრამების დაფინანსების სტიმულირება

·      სიბრმავის პრევენციის შესახებ მიზნობრივი აუდიტორიის განათლება

·      Vision 2020 პროგრამისა და საქმიანობის მხარდაჭერა.

მხედველობის მსოფლიო დღის საერთაშორისო კამპანია ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საკომუნიკაციო და ადვოკატირების ღონისძიებაარომლიც  მხედველობა დაქვეითებულ პირთა მიმართ სოლიდარობის დემონსტრირებას ახდენს.

2020 წლის მხედველობის მსოფლიო დღისადმი მიძღვნილი აქტივობები მოიცავსსემინარებსსაქველმოქმედო აქციებსონლაინ ღონისძიებებსასევეტარდება  ფოტოგრაფიის კონკურსირომელშიც მონაწილეობენ როგორც სამოყვარულოასევე პროფესიონალი ფოტოგრაფები.   

მხედველობის ესა თუ ის  პრობლემა მსოფლიოში მილიარდ ადამიანს  აღენიშნება. მხედველობის დაქვეითება გავლენას ახდენს ცხოვრების მრავალ ასპექტზე, კერძოდ: ყოველდღიურ პირად საქმიანობაზე, საზოგადოებასთან ურთიერთოაბასა და ამა თუ იმ სერვისებზე წვდომის შესაძლებლობაზე.

მხედველობის დაქვეითება შესაძლოა სხვადასხვა ფაქტორით იყოს განპირობებული, კერძოდ: ისეთი დაავადებებითროგორიცაა შაქრიანი დიაბეტიტრაქომათვალის ტრავმა ან კატარაქტაასაკთან დაკავშირებული მაკულარული დეგენერაცია ან გლაუკომა.

თვალის გლობალური ჯანმრთელობის მიმართულებით მნიშვნელოვან წინსვლას წარმოადგენს ჯანდაცვის მსოფლიო ასამბლეის უკანასკნელი რეზოლუცია, რომელიც  ოფთალმოლოგიური სერვისების უნივერსალური ჯანმრთელობის პაკეტში შეყვანას და "ინტეგრირებული ადამიანზე ორიენტირებული თვალის მოვლის" უზრუნველყოფას ითვალისწინებს.

მხედველობის მსოფლიო დღის საერთაშორისო კამპანიის ფარგლებში, თვალის ჩინისადმი ხელმისაწვდომობის უზრუნველსაყოფად,  ჩვენი მოქალაქეობრივი აქტივობით  მოვახდინოთ საკითხის საჯარო აღიარება და გავამყაროთ გზავნილი „მე მჯერავს, რომ დავინახავ“

 

https://www.iapb.org/advocate/world-sight-day/

https://www.who.int/blindness/world_sight_day/en/

https://www.who.int/news-room/events/detail/2020/10/08/default-calendar/world-sight-day-2020

https://www.awarenessdays.com/awareness-days-calendar/world-sight-day-2020/