Logo

დონაცია

გილოცავთ სისხლის დონორის მსოფლიო დღეს!

სისხლის უანგარო, რეგულარული დონორობა მთელ მსოფლიოში საამაყო და საპატიოა! მნიშვნელოვანი ფაქტები სისხლის დონაციის შესახებ: სისხლის უანგარო დონაცია აბსოლუტურად უსაფრთხოა ჯანმრთელი ადამიანისათვის.

რატომ დონაცია?

• სისხლის უანგარო დონაცია აბსოლუტურად უსაფრთხოა ჯანმრთელი ადამიანისათვის. • სისხლის უანგარო დონაცია კონფიდენციალური პროცესია და დონორის ანონიმურობა დაცულია. • დონორის სისხლის გამოკვლევა ხდება ინფექციებზე, მათ შორის ჰეპატიტებზე და შიდსის ვირუსზე.

სისხლის დონორის მსოფლიო დღე

მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში ყოველწლიურად, 14 ივნისს, აღინიშნება სისხლის დონორთა მსოფლიო დღე, რომლის მიზანია მადლიერების გამოხატვა იმ უანგარო დონორების მიმართ, რომლებიც ადამიანების სიცოცხლის გადასარჩენად ნებაყოფლობითა და უანგაროდ გასცემენ სისხლს.

ფაქტები სისხლის გადასხმის შესახებ

ფაქტი 1 ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა და ჯანმრთელობის გაუმჯობესება შესაძლებელია სისხლის გადასხმით. ყველა ქვეყანამ უნდა უზრუნველყოს სისხლის საკმარისი რაოდენობა, რომელიც შემოწმებული იქნება აივ, ჰეპატიტის ვირუსსა და სხვა ინფექციებზე, რომელიც შეიძლება პაციენტს არაუსაფრთხო ტრანსფუზიით გადაეცეს.