title
2017 წლის 10 ივლისს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ლ.საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში გაიმართა პრესკონფერენცია თემაზე
მოძრაობა ჯანმრთელი საქართველოსთვის - მოძრაობა C ჰეპატიტის გარეშე
პრესკონფერენციას დაესწრნენ შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ხელმძღვანელი პირები, პროფესორ-მასწავლებლები, სტუდენტები. ასევე, პირველადი ჯანდაცვის ცენტრების ხელმძღვანელები.
10 ივლისიდან C ჰეპატიტის სკრინინგის გაფართოების, ბავშვების იმუნიზაციით მოცვის, ორსულთა ანტენატალური სერვისებით მოცვის, კიბოს ადრეული დიაგნოსტიკისათვის სამიზნე ჯგუფების სკრინინგით მოცვის გაზრდისა და თამბაქოს მავნე ზემოქმედების თაობაზე მოსახლეობის ინფორმირებულობის ამაღლების მიზნით, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებელთა და სტუდენტების და ქ.თბილისის პირველადი ჯანდაცვის სექტორის ჩართულობით იგეგმება ხანგრძლივადიანი ერთობლივი კამპანია.
კამპანიის ფარგლებში დაგეგმილია თითოეული თბილისელისათვის ზემოაღნიშნული სერვისებისადმი ხელმისაწვდომობისა და გამოყენების აუცილებლობის შესახებ ინფორმაციის მიწოდება.