Logo

ჯანმრთელობის საერთაშორისო წესებისა (IHR) და ვეტერინარული სერვისების განხორციელების (PVS) მიმართულებების შეკავშირების ეროვნული სემინარი

title ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია (WHO) და ცხოველთა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია (OIE) ორი ძირითადი საერთაშორისო ორგანიზაციაა, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან საზოგადოებრივი ჯანდაცვისა და ვეტერინარული სექტორებისთვის შეიმუშავონ მითითებები და სახელმძღვანელოები,რაც ხელს უწყობენ ინსტიტუციებსა და სისტემებს შორის ინტერსექტორული თანამშრომლობის მიდგომას ცხოველების და ადამიანთა დაავადებების თავიდან აცილების, გამოვლენის და კონტროლის მიზნით.10-12 დეკემბერს, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის და ცხოველთა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ორგანიზებით გაიმართა, ჯანმრთელობის საერთაშორისო წესებისა (IHR) და ვეტერინარული სერვისების განხორციელების (PVS) მიმართულებების შეკავშირების ეროვნული სემინარი. აღნიშნულ სემინარში მონაწილეობა მიიღო დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის, სურსათის ეროვნული სააგენტოსა და სოფლის მეურნეობის ლაბორატორიის თანამშრომლებმა. სემინარის მთავარ მიზანს წარმოადგენდა ადამიანთა და ცხოველთა ჯანმრთელობის სერვისების მიმწოდებელთა მხრიდან მნიშვნელოვან ტექნიკურ სფეროებში არსებული თანამშრომლობის ხარვეზების გადახედვა, მაკორექტირებელი ზომებისა და სტრატეგიული ინვესტიციების ერთობლივი საგზაო რუქის შემუშავება, რათა გაუმჯობესდეს მუშაობა ზოონოზური დაავადებების პრევენციის, გამოვლენისა და კონტროლის მიმართულებით.