Logo

COVID-19 საქართველოში (ანგარიში, მეშვიდე გადახედვა)

title

ხალი კორონავირუსით გამოწვეული პანდემია არის კაცობრიობის უდიდესი გამოწვევა და თანამედროვე გლობალური ჯანმრთელობის კრიზისი, რომლის წინაშეც დღეს დგას მთელი მსოფლიო. ვირუსი ყველა კონტინენტზე გავრცელდა, მსოფლიოში აღრიცხულია კოვიდით დაინფიცირების 247  მილიონზე მეტი და გარდაცვალების 5 მილიონზე მეტი შემთხვევა.

საქართველომ ეპიდემიის შეკავებისთვის მზადება ადრეულ ეტაპზევე დაიწყო. პირველი დადასტურებული შემთხვევებიდან მოყოლებული დღემდე მთავრობის და ქვეყნის პრიორიტეტია პანდემიის ორგანიზებული მართვა და მისი მუდმივი კონტროლი.

წინამდებარე დოკუმენტი წარმოადგენს საქართველოში ახალი კორონავირუსის გავრცელებასთან დაკავშირებული ეპიდემიოლოგიური სიტუაციის და განხორციელებული ღონისძიებების ანალიზის მეშვიდე გადახედვას, რომელიც მოიცავს 2020 წლის 23 იანვრიდან  2021 წლის 1 ოქტომბრამდე პერიოდის მონაცემებს. წარმოდგენილ დოკუმენტი ეფუძნება დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის კომპეტენციის ფარგლებში მოპოვებული ინფორმაციის ანალიზს.



https://www.ncdc.ge/#/pages/content/fafa1464-0fdd-4811-bb6b-c0135fd7479b