Logo

უოლტერ რიდის არმიის კვლევითი ინსტიტუტის სტაჟირების გამოსაშვები ცერემონია 24.06.2021

title უოლტერ რიდის არმიის კვლევითი ინსტიტუტის სტაჟირების გამოსაშვები ცერემონია 2021 წ. 24 ივნისს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში WRAIR ეგიდითა და ორგანიზებით გაიმართა სან-დიეგოსა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტების სტუდენტების სტაჟირების გამოსაშვები ცერემონია. ღონისძიებას ესწრებოდნენ: აშშ-ის ელჩი საქართველოში- ქ-ნი კელი დეგნანი, საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტების თავმჯდომარეები და მოადგილეები, სან-დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლები, WRAIR და დკსჯეცის ხელმძღვანელობა და თანამშრომლები. ღონისძიებაზე WRAIR-ის სტაჟიორებმა: დევი ონიანმა და ანი ჩიჩუამ პრეზენტაციების სახით წარმოადგინეს სტაჟირების პერიოდში სიტუაციური კვლევის შედეგები. ქ-მა კელი დეგნანმა, ბ-მა ამირან გამყრელიძემ და ბატონმა ირაკლი ბერაიამ სტუდენტებს წარმატებული სტაჟირების დასრულება მიულოცეს  და უსურვეს ახალგაზარდებს პროფესიული ზრდა და წინსვლა საკუთარი ქვეყნის საკეთილდღეოდ