Logo

ანტიბიოტიკების ცნობიერების ამაღლების მსოფლიო კვირეული

title

ანტიბიოტიკების მომავალი დამოკიდებულია ყველა ჩვენგანზე!

18- 24 ნოემბერი, 2019

კვირეულის შესახებ

ანტიბიოტიკების შესახებ ინფორმირებულობის მსოფლიო კვირეულის მიზანია გაზარდოს ცნობიერება გლობალური რეზისტენტობის შესახებ და ხელი შეუწყოს კარგი პრაქტიკის გამოყენებას საზოგადოებაში, სამედიცინო პერსონალში და  გადაწყვეტილების მიმღებ პირებში,რათა თავიდან მოხდეს აცილება ახალი რეზისტენტობის მექანიზმის ჩამოყალიბების და მისი გავრცელების. 

ერთიანი ჯანმრთელობა: ანტიბიოტიკებისგან დაცვა 

2019 წელს ანტიბიოტიკების ინფორმირებულობის მსოფლიო კვირეული WHO ევროპული რეგიონის მეირ ფოკუსირებულია ერთიან ჯანმრთელობაზე - ადამიანის და ცხოველის ჯანმრთელობა უერთიერთკავშირშია. ანტიბიოტიკების ფართო გამოყენება ცხოველებში იწვევს  ანტიბიოტიკებისადმი რეზისტენტობის გაზრდას, რაც თავის მხრივ დამანგრეველია საზოგადოებრივი ჯანმრთელობისთვის. 2019 წლის ანტიბიოტიკების ცნობიერების ამაღლების მსოფლიო კვირეულში WHO/Europe შეუერთდა FAO-ს და OIE-ს. 

საქართველოში მიმდინარე 2019 წლის WAAW კამპანია არის ერთიანი ჯანმრთელობის პრინციპით და ხორციელდება WHO ევროპული რეგიონის მხარდაჭერით.

18-24 ნოემბერს იმართება აქტივობები საზოგადოებრივი ჯანდაცვის და სოფლის მოეურნეობის მიმართულებით. კვირეული მიმართულია ანტიბიოტიკების სწორი და ფრთხილი გამოყენებისკენ ორივე სექტორში, რომელიც მიღწევადია ექიმების და ვეტერინარების ერთობლივი მუშაობით. 

გაიმართა სამუშაო შეხვედრა CAESAR -ის ეროვნული ქსელის წარმომადგენლებთან, სადაც განხილული იყო ეროვნული ანტიმიკრობული რეზისტენტობის სტრატეგიის იმპლემენტაციის პროცესი; ლუგარის ცენტრის როლი, როგორც რეფერალური ლაბორატორია ამრ ეროვნულ ზედამხედველობაში; EUCAST სტანდარტის გამოყენება კლინიკურ ლაბორატორიებში; საკვებ პროდუქტებში ნარჩენი ანტიბიოტიკების განსაზღვრის შესახებ; სასოფლო-სამეურნეო ცხოველებში ანტიმიკრობული რეზისტენტობის მონიტორინგის შესახებ. 


22 ნოემბერს ცენტრში გაიმართება პრესკონფერენცია კვირეულთან დაკავშირებით, სადაც მოწვეული იქნებიან ჯანდაცვის სამინისტროს, სოფლის მეურნეობის სამონისტროს ჯანმოს, აშშ  CDC, აშშ WRAIR და ქვეყნის წამყვანი კლინიკების და ლაბორატორიის წარმომადგენლები. 

პრესკონფერენციის შემდეგ გაიმართება კონფერენცია ამრ თემაზე. 

WAAW 2019 დაკავშირებით მომზადებულია

  1. სენფორდის ანტიმიკრობული თერაპიის 2018 წლის ვერსია

  2. ბანერი

  3. პოსტერები ერთიანი ჯანმრთელობის პრინციპით

  4. ხალათები WAAW ლოგოთი

  5. საწერი კალმები და ბლოკნოტები WAAW ლოგოთი

  6. მედია რგოლი


დაგეგმილი ღონისძიებები


თბილისი 18 -22 ნოემბერი

  • პრესკონფერენცია და პრეზენტაციები ერთიანი ჯანმრთელობის პრინციპით.

  • პირველადი ჯანდაცვის სისტემაში ცნობიერების ამაღლება (ლექციები; გამოკითხვა ჯანმოს კითხვარით)

  • სამედიცინო სტუდენტებში ცნობიერების ამაღლება (ლექციები; გამოკითხვა ჯანმოს კითხვარით)

  • მედია რგოლი


რეგიონები 18-21 ნოემბერი


რუსთავი

  • 22 ნოემბერი - პრეზენტაციები ერთიანი ჯანმრთელობის პრინციპით.

  • პირველადი ჯანდაცვის სისტემაში ცნობიერების ამაღლება (ლექციები; გამოკითხვა ჯანმოს კითხვარით)

თელავი

  • 20 ნოემბერი - პრეზენტაციები ერთიანი ჯანმრთელობის პრინციპით.

  • პირველადი ჯანდაცვის სისტემაში ცნობიერების ამაღლება (ლექციები; გამოკითხვა ჯანმოს კითხვარით)

გორი 

  • 20 ნოემბერი - პრეზენტაციები ერთიანი ჯანმრთელობის პრინციპით.

  • პირველადი ჯანდაცვის სისტემაში ცნობიერების ამაღლება (ლექციები; გამოკითხვა ჯანმოს კითხვარით)


ქუთაისი


  • 18-19 ნოემბერი - პრეზენტაციები ერთიანი ჯანმრთელობის პრინციპით.

  • პირველადი ჯანდაცვის სისტემაში ცნობიერების ამაღლება (ლექციები; გამოკითხვა ჯანმოს კითხვარით)


ბათუმი

  • 20-21 ნოემბერი - პრეზენტაციები ერთიანი ჯანმრთელობის პრინციპით. პირველადი ჯანდაცვის სისტემაში ცნობიერების ამაღლება (ლექციები; გამოკითხვა ჯანმოს კითხვარით)