Logo

ჯანმოს ექსპერტთა ვიზიტი 21.10.2021

title

2021 წლის 21 ოქტომბერს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში გაიმართა შეხვედრა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ექსპერტთა ჯგუფთან 2 ძირითად საკითხზე: საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სისტემის რეგიონალიზაციის საკითხი და მნიშვნელობა, ს/ჯ ცენტრების როლი და ინტეგრაცია პირველადი ჯანდაცვის სისტემაში, ასევე ადამიანური რესურსების პროფესიული განვითარება საზჯანდაცვის სპეციალისტებზე აქცენტით.
შეხვედრაზე ცენტრის ხელმძღვანელობამ ექსპერტებს გაუზიარა აღნიშნული სისტემების ინტეგრაციაზე და შესაძლო რეფორმაციაზე საკუთარი ხედვები. აგრეთვე, ჯანმოს ექსპერტებს წარედგინათ საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სისტემაში მომუშავე ადამიანური რესუსის მომავალი უწყვეტი პროფესიული განვითარების შესახებ მოკლე ანგარიში, რომლის საფუძველზე შესაბამისი დარგის ექსპერტები იმუშავებენ ოტდშჯსდ სამინისტროსთან და დკსეჯცთან ერთად უპგ სამოდელო სისტემის შექმნაზე.