Logo

თურქეთის დელეგაციის ვიზიტი ლუგარის ლაბორატორიაში 04.09.2019

title 2019 წლის 4 სექტემბერს ლუგარის ლაბორატორიაში სტუმრად იმყოფებოდნენ თურქეთის ჯანდაცვის სამინისტროს და სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენლები. ვიზიტის მიზანი იყო ბაქტერიებისა და ვირუსების ეროვნულ საცავში დანერგილი ელექტრონული სისიტემის - პათოგენთა საცავის აღრიცხვის ელექტრონული სისტემის (PACS) ნახვა, შეხვედრა და გამოცდილების გაზიარება ლუგარის ცენტრის PACS -ის მომხმარებლებთან. აგრეთვე დაათვალიერეს ლაბორატორია და გაეცნენ სამუშაო პროცესებს.