title
2019 წლის დეკემბერში ქალაქ ვუჰანში, ჩინეთში წარმოშობილი კორონავირუსი 2, იგივე SARS-CoV-2, რომელსაც მოგვიანებით ოფიციალურად COVID-19 ეწოდა, საკმაოდ სწრაფად გავრცელდა ჩინეთის საზღვრებს გარეთ. ჯანმო-მ აღნიშნული ვითარება 2020 წლის 30 იანვარს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის საერთაშორისო საგანგებო მდგომარეობად, ხოლო 11 მარტს პანდემიად შეაფასა. დღეისათვის მსოფლიოს 215 ქვეყანაში ინფიცირებულია 15 785 641ადამიანი, დაფიქსირებულია 10 117 000 მეტიგამოჯანმრთელება და გარდაცვალების 640 016 შემთხვევა. ინფექციის გავრცელება განსაკუთრებული ინტენსიობით ხასიათდება აშშ-ში, ბრაზილიაში, ინდოეთში, რუსეთში, სამხრეთ აფრიკაში, მექსიკაში, პერუში, ჩილეში, ესპანეთსა და გაერთიანებულ სამეფოში. პანდემიის პირველწყარო ჩინეთმა გადაინაცვლა დაზიანების მაღალი მაჩვენებლის მქონე ქვეყნების თანმიმდევრობაში ოცდამეექვსე ადგილზე.
COVID-19-ის წინააღმდეგ საქართველოს მიერ შემუშავებულ და განხორციელებულ რეაგირებაში დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრს
მნიშვნელოვანი როლი აქვს. წინამდებარე დოკუმენტი წარმოადგენს ცენტრის საქართველოშიახალი კორონავირუსის გავრცელებასთან დაკავშირებული ეპიდემიოლოგიური სიტუაციის და განხორციელებული ღონისძიებების მესამეანგარიშს. ამ ტიპის ანალიზი პანდემიის პერიოდში რეგულარულად განახლდება.
ანგარიში