Posted on:
23.01.2020
title
საქართველოში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საელჩოსა და ჩინეთის ჯანდაცვის სახელმწიფო კომიტეტის ორგანიზებით 20 მარტს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში გაიმართა ვიდეო კონფერენცია, რომლის მიზანს წარმოადგენდა COVID-19-ის ზედამხედველობის, მკურნალობის, პროფილაქტიკის, კარანტინის, ტვირთების მიმოსვლისა და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე გამოცდილების გაზიარება. ვიდეო-კონფერენციაში მონაწილეობა მიიღო 21 ქვეყანამ. საქართველოდან ვიდეო-კონფერენციას ესწრებოდნენ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის, ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო პრაქტიკული ცენტრისა და საქართველოში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საელჩოს წარმომადგენლები.