Posted on:
15.10.2020
title
2021 წლის 27 მაისს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრს ეწვია ჩეხეთის რესპუბლიკის დელეგაცია ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, ბ-ნი რადეკ პოლიცარის ხელმძღვანელობით. დელეგაციის შემადგენლობაში ბრძანდებოდნენ საქართველოში ჩეხეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი - ბ-ნი პეტრ მიკისკა, ელჩის მოადგილე ქ-ნ იანა გასპარიკოვა, საელჩოს განვითარების სექციის ხელმძღვანელი - ბ-ნი იან ჩერნიკი და ჩეხეთის რესპუბლიკის ჯანდაცვის სამინისტროს ორი წარმომადგენელი.
შეხვედრის დასაწყისში ბატონმა რადეკ პოლიცარმა აღნიშნა, რომ საქართველო COVID-19-ის პანდემიას წარმატებით ებრძვის და ამ კუთხით გამოცდილების გაზიარება ითხოვა.
ბატონმა ამირან გამყრელიძემ ჩეხეთის დელეგაციას მიწოდა ინფორმაცია პანდემიის დაწყებიდან დღემდე გატარებული ღონისძიებების თაობაზე, ასევე - დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის საქმიანობისა და პრიორიტეტული მიმართულებების შესახებ. საუბარი გაგრძელდა ორ ქვეყანას შორის არსებული თანამშრომლობის მიმართლებების პროგრესის განხილვით. განსაკუთრებული ხაზი გაესვა წარმატებულ თანამშრომლობას ისეთ სფეროებში, როგორიცაა კიბოს სკრინინგი და საინფორმაციო ტექნოლოგიების განვითარება