Logo

რუსული დეზინფრომაცია ბიოლოგიური საფრთხეების შექმნასთან დაკავშირებით (სტატიის რეზიუმე) ავტორი: ფილიპა ლენცოზი ლონდონის სამეფო კოლეჯის მთავარი მკვლევარი 19 ნოემბერი 2018 წელი

title

რუსული დეზინფრომაცია ბიოლოგიური საფრთხეების შექმნასთან დაკავშირებით

(სტატიის რეზიუმე)

 

ავტორი: ფილიპა ლენცოზი

ლონდონის სამეფო კოლეჯის მთავარი მკვლევარი

19 ნოემბერი 2018 წელი

 

2018 წლის 14-15 ნოემბერს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის რ. ლუგარის ლაბორატორიაში განხორციელებული ბიოლოგიური ირაღის აკრძალვის კონვენციის შესაბამისობისა და საქმიანობის გამჭვირვალობის კოლეგიალური შეფასების ვიზიტის შემდეგ, რომელშიც მონაწილეობდა გაეროს 17 წევრი-ქვეყნის 23 წარმომადგენელი ექსპერტთა და დიპლომატიური კურპუსიდან, ვიზიტის დასრულებიდან სულ რამდენიმე დღეში,შეფასებაში მონაწილე ერთ-ერთმა ექსპერტმა-ფილიპა ლენცოზმა, გამოაქვეყნა სტატია ბრთვული მეცნიერების ელექტონულ პერიოდულ გამოცემაში (Bulletin of the Atomic Scientists, 19 ნოემბერი, 2018, იხ. https://thebulletin.org/biography/filippa-lentzos-4/),რომელშიც მკვლევარი ამხელს რუსეთის პროპაგანდისტურ დეზინფრომაციულ კამპანიას მსოფლიოს მშვიდობისმყოფელი პოლიტიკის წინააღმდეგ და საქართველოს მიმართ აგრესიულ პროპაგანდას.

ფილიპა ლენცოზი არის ლონდონის სამეფო კოლეგის ომების შესწავლისა და გლობალური ჯანმრთელობისა და საზოგადოებრივი მედიცინის დეპარტამენტების მთავარი  მკვლევარი. მისი ვლევისა და ექსპერტიზის სფეროს წარმოადგენს ბიოლოგიური საფრთხეები, სიცოცხლისშემსწავლელი მეცნიერებებისათვის განკუთვნილი უახლესი ტექნოლოგიების უსაფრთხოება/დაცვა და მათი მართვა. 

 

სტატიის ავტორი შესავალს იწყებს რუსეთის განცხადებით, რომ პენტაგონი მის ტერიტორიულ საზღვრებთან ქმნის ბიოლოგიური იარაღის ლაბორატორიულ ჯაჭვს, რომლის ერთი-ერთი ნაწილად მოიხენიებს რ.ლუგარის საზოგადეობრივი ჯანმრთელობის კვლევით ცენტრს, აშენებულს ამერიკული პროგრამისფარგლებში სენატორი რ. ლუგარის საპატივსაცემოდ, რომლის ინიციატივითგანხორციელდა პოსტ-საბჭოთა ქვეყნების ბიოლოგიური ლაბორატორიების განახლება/რეკონსტრუქცია.

ავტორი იშველიებს რა საკუთარ ექსპერტულ ცონდასა და გამოცდილებას ბიოუსაფრთოხებისა და ბიოლოგიური დაცვის მიმართულებით და ვიზიტის ფარგლებში საკუთარი თვალით ნანახ საქმიანობას, რომელსაც ახორციელებს ლუგარის ლაბორატორია ჯანდაცვითი კვლევებისა და დაავადებების დიაგნოსტიკის მიმართულებით, აცხადებს, რომ რუსეთის ბრალდება უსაფუძვლოა.

რუსეთის ბრალდებებს იგი განიხილავს როგორც დეზინფომაციული კამპანიის ნაწილს,  რომელსაც უსეთი იყენებს დასავლური გავლენის დისკრედიტაციისათვის ყოფილ საბჭოთა ქვეყნებში და ასევე, ქვეყნისშიდა აუდიტორიაშიანტიდასავლური განწყობის შესაქმნელად.

ქ-ნი ლენცოზი კარგად იცნობს ლუგარის ლაბორატორიასთან დაკავშირებულ დეზინფომაციულ მასალებს, და არგუმენტირებულად განიხილავს სუკ-ს ყოფილი ვიცე-პოლკონიკის, იგორ გიორგაძისა და რუსეთის პოლიტიკური პირებისა და სამხედრო ჩინოვნიკების მხრიდან ბრალდებებისა და ყალბი ინფომაციების გავრცელების უსაფუძვლობას. აქვე იშველიებს, ბი-ბი-სი-ს ჟურნალისტურ საგამოძიებო დოკუმენტურ ფილმს, რომელიც მთლიანად დაეთმო ლუგარის ცენტრის საქმიანობის გამჭვირვალობას და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სამსახურში მის უდიდეს წვლილს,ასევე, გიორგაძის მიერ არაარგუმენტირებული და მცდარი ინფომაციის განეიტრალებასმსოფლიო საზოგადოების წინაშე.

გამჭვირვალობის კოლეგიალური შეფასების ვიზიტამდე ცოტა ხნით ადრე, 2018 წლის 30 ოქტომბერს, გაეროს გენერალური ასამბლეის ყოველწლიურ შეხვედრაზე ნიუ-იორკში, ცხადე პოლემიკის ფონზე, გაეროსთან საქართველოს მუდმივი წარმომადგენლის მოადგილემ, ქ-ნმა ელენე აგლაძემ, განახცადა: „ჩვენმა ემპირიულმა გამოცდილებამ აჩვენა, რომ რუსეთის ბრალდებები არა მხოლოდ პროპაგანდისტული ინსტრუმენტია, არამედ ჰიბრიდული ომის ნაწილი, რომელიც სამომავლო აგრესიული ქმედებების განხორციელებ ემსახურება [რუსეთის მხრიდან].“- ციტირებს სტატიის ავტორი და შემდეგ კვლავ მოუხმობს წევრ-ქვეყნებს, მიბაძონ საქართველოს, და გახადონ გამჭვირვალე თითოეული ქვეყნის საქმიანობა ბიოლოგიური იარაღის აკრძალვის კონვენციით გათვალისწინებული მოთხოვნების შესაბამისობის შეფასების მიზნით და გაუღონ ექსპერტებს  კვლევითი ინსტიტუტებისა და ბიოლოგიური ლაბორატორიების კარი, რათა აღარ დარჩეს სივრცე უსაფუძვლო ეჭების და ბრალდებებისთვის.