Logo

გარემოს ჯანმრთელობის სისტემის ინსტიტუციური გაძლიერება საქართველოში“ დახურვის ცერემონიალი

title

გარემოს ჯანმრთელობის სისტემის ინსტიტუციური გაძლიერება საქართველოში“ 
დახურვის ცერემონიალი

2019 წლის 18 მარტს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოცილური დაცვის სამინისტროს დაავადებათა კონტროლისადა საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრში გაიმართა ევროკავშირის ინსტიტუციური საჯარო სამსახურების დაძმობილების პროექტის
„გარემოს ჯანმრთელობის სისტემის ინსტიტუციური გაძლიერება საქართველოში“ 
დახურვის ცერემონიალი

შეხვედრას დაესწრნენ საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის და გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის, საგარეო საქმეთა სამინისტროს ევროკავშირის დახმარების კოორდინაციისა და სექტორული ინტეგრაციის დეპარტამენტის ხელმძღვანელი პირები. საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელის მოადგილე, იტალიის ელჩი საქართველოში, გაერთიანებული სამეფოს და პოლონეთის რესპუბლიკის საელჩოს წარმომადგენლები. პროექტის პროექტის მუდმივი უცხოელი მრჩეველი და მონაწილეები. ასევე, დარგის ექსპერტები სამთავრობო და არასამთავრობო სექტორიდან.

ევროკავშირის მიერ დაფინანსებული საჯარო სამსახურების დაძმობილების პროექტმა შეაჯამა საქართველოში დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრისათვის გარემოს ჯანმრთელობის სფეროში გაწეული დახმარება.
ცერემონიის ბოლოს დასკვნითი ნაწილი დაეთმა ღია დისკუსიას და გაიმართა ილიას უნივერსიტეტის მხარდაჭერით გარემოს ჯანმრთელობის შესახებ ჩატარებული სტუდენტური გამოკითხვისა და სამხატვრო კონკურსის (მონაწილეობა მიიღო ქვეყნის მასშტაბით დაახლოებით 50 სკოლის 200 მოსწავლემ) გამარჯვებულთა დაჯილდოება.