Logo

გრიპის სეზონურ გავრცელებასთან დაკავშირებით გირჩევთ (სამედიცინო დაწესებულებებისთვის )

title

სამედიცინო დაწესებულებაში გრიპის პრევენციისა და კონტროლის მიზნით რეკომენდებულია

  • გრიპით დაავადებული პაციენტები მოთავსდნენ ცალკე პალატაში ან კოჰორტულად;
  • შეძლებისდაგვარად შეიზღუდოს პაციენტების პალატის გარეთ გადაადგილება; 
  • პაციენტებს პალატის გარეთ გადაადგილებისას ან ტრანსპორტირებისას სავალდებულოა ეკეთოთ ნიღაბი;  
  • სამედიცინო პერსონალმა მკაცრად დაიცვას ხელების ჰიგიენის წესები  
  • სამედიცინო პერსონალმა უშუალოდ პალატიდან გამოსვლის წინ ხელები უნდა დაიმუშაოს ანტისეპტიკური საშუალებებით; 
  • სამედიცინო პერსონალი ვალდებულია ატაროს ნიღაბი; 
  • სამედიცინო პერსონალი ვალდებულია, პალატაში შესვლის დროს გაიკეთოს ერთჯერადი ხელთათმანები;  
  • მკაცრად იქნას დაცული  დეზინფექციისა და სტერილიზაციის ჩატარების წესები.