title
2020 წლის 12 ოქტომბერს ევროკავშირის დელეგაციისა და საქართველოში გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საელჩოს ინიციატივით გაიმართა ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ელჩებისა და ევროკავშირის მისიების წარმომადგენლების ონ-ლაინ შეხვედრა დაავადებათა კონტროლისა და საზოგაოდებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელობასთან. შეხვედრის მიზანს წარმოადგენდა საქართველოში COVID-19-თან დაკაშირებული სიტუაციის განხილვა, გატარებული ზომებისა და მომავლის ხედვების შესახებ ინფორმაციის გაზიარება.
შეხვედრაში მონაწილეობა მიიღო 19-მა წარმომადგენლობამ: ევროკავშირის დელეგაციის, ავსტრიის, ბულგარეთის, ჩეხეთის, გერმანიის, ესტონეთის, ესპანეთის, საბერძნეთის, საფრანგეთის, ფინეთის, იტალიის, ლატვიის, ლიეტუვის, ნიდერლანდების, რუმინეთის, სლოვაკეთის, შვედეთის ელჩებმა, ასევე - ევროკავშირის მონიტორინგის მისიის ხელმძრვანელის მოადგილემ და ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლის პოლიტიკურმა მრჩეველმა.
შეხვედრაზე ცენტრის გენერალურმა დირექტორმა შეხვედრაში მონაწილე დიპლომატიურ კორპუსს მიაწოდა დეტალური ინფორმაცია COVID-19-თან დაკავშირებით არსებული ვითარების, განხორციელებული და მიმდინარე ზომებისა და დაგეგმილი აქტივობების თაობაზე. შეხვედრა დასრულდა დისკუსიით, რომლის დროსაც საელჩოებმა კითხვა-პასუხის რეჟიმში მიიღეს დამატებითი ინფორმაცია მათთვის საინტერესო საკითხებზე.