Logo

შეხვედრა უსაფრთხო სისხლის პროექტის ფარგლებში 09.09.2021

title 2021 წლის 9 სექტემბერს გაიმართა შეხვედრა ევროკავშირის მიერ დაფინანსებული დაძმობილების (Twinning) პროექტის „სისხლის უსაფრთხოების სისტემების გაძლიერება საქართველოში“ ახალ მუდმივ წარმომადგენელთან (RTA) პაულიუს გრადეცკასთან, რომელმაც ცენტრის გენერალურ დირექტორს წარუდგინა თავისი ხედვა პროექტის მომავალი მიმდინარეობის თაობაზე.

პროექტის განხორციელება 2020 წლის იანვარში დაიწყო და მისი ევროკავშირის მხრიდან მისი პარტნიორი ქვეყნებია ლიეტუვას რესპუბლიკა და ნიდერლანდების სამეფო. მისი მიზანია სისხლის უსაფრთხოებასთან დაკაშირებირებული კანონმდებლობის ევროკავშირის საკანონმდებლო ჩარჩოსთან დაახლოება, კოორდინირებული და ორგანიზებული სისხლის გადასხმის სისტემის დაფუძნება საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შეთანხმების მოთხოვნების შესაბამისად; სისხლის გადასხმის სისტემის უმაღლესი სტანდარტების შენარჩუნებისთვის საჭირო ხარისხის სისტემის შემუშავება და სხვა.