Logo

პრესრელიზი 20.12.2018

title

 2018 წლის 20 დეკემბერს, 14:00 საათზე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოცილური დაცვის სამინისტროს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრში ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის საქართველოს ოფისის ხელშეწყობით ჩატარდება კონფერენცია სახელწოდებით

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია საქართველოში

კონფერენციაში მონაწილეობას მიიღებენ საქართველოს პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოცილური დაცვის სამინისტროს, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი პირები, საქართველოს სხვადასხვა სამედიცინო დაწესებულებების, საერთაშორისო და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, სხვა დაინტერესებული მხარეები. 

კონფერენცია ეძღვნება ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის დაფუძნებიდან 70 წლის იუბილესა და საქართველოში მისი მოღვაწეობის მეოთხედი საუკუნის შესრულებას. კონფერენციაზე წარმოდგენილი იქნება მასალა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის საქმიანობისა და მისი საქართველოში მოღვაწეობის, ორგანიზაციის მიზნების, ფუნქციების და ამოცანების, მის მიერ განხორციელებული საქმიანობის ძირითად ნიშანსვეტების, აქტივობების მიმართულებების, სხვადასხვა ქვეყნისათვის და კერძოდ, საქართველოსთვის გაწეული დახმარების შედეგების, ორგანიზაციის ეგიდით მოღვაწე ქართველების შესახებ. ასევე, გაიმართება ამ საკითხთან დაკავშირებული პუბლიკაციის პრეზენტაცია

.

ღონისძიება დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ადმინისტრაციული კორპუსის დიდ საკონფერენციო დარბაზში (I სართული).

ვებ გვერდი: www.ncdc.ge 

ფეისბუქი: National Center for Disease Control & Public Health, Georgia (NCDC & PH)

საკონტაქტო პირები: ნინო მამუკაშვილი 595 956 103

მისამართი: ქ.თბილისი, კახეთის გზატკეცილი 99

პროგრამა