Logo

ტრენინგი - COVID-19-ის მასალის უსაფრთხოდ აღება 26-28 აპრილი

title ევროკავშირისა და მეცნერებისა და ტექნოლოგიების საერთაშორისო ცენტრის (ISTC) მიერ დაფინანსებული პროექტის „CBRN CoE P-53 -ბიოუსაფრთხოებისა და COVID პაციენტებისგან მასალის უსაფრთხოდ აღების სწავლება სამუშაო ადგილზე ჯანდაცვის პროფესიონალებისათვის საქართველოში“ ფარგლებში 2021 წლის 26-28 აპრილს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ერონულ ცენტრში ჩატარდა ტრენინგი COVID-19-ის წინააღმდეგ მებრძოლაში ჩართული თბილისის ჰოსპიტალური სექტორის სამედიცინო პერსონალისათვის. სწავლებაში მონაწილეობა მიიღო 42 სამედიცინო მუშაკმა. აღნიშნული ტრენინგით დასრულდა სასწავლო ციკლი, რომელიც მიმდინარეობდა 2021 წლის 1 თებერვლიდან 28 აპრილის ჩათვლით და მოიცვა საქართველოს 65 მუნიციპალიტეტი. სულ გადამზადდა COVID მასალის აღებაზე პასუხისმგებელი 490 ჯანდავის მუშაკი, მათ შორის, საზ. ჯანდაცვის სპეციალისტები, ეპიდემიოლოგები, ექიმები და ექთნები ჰოსპიტალური და ამბულატორიული დაწესებულებებიდან.