Logo

ქალაქებში - თბილისსა და ქუთაისში, აჭარისა და აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკებში 1 დეკემბრიდან დაიწყო 2008-2009 წელს დაბადებული გოგონების ადამიანის პაპილომავირუსის (აპვ/HPV) საწინააღმდეგო ვაქცინაცია

title

ქალაქებში - თბილისსა და ქუთაისში, აჭარისა და აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკებში  1 დეკემბრიდან დაიწყო 2008-2009 წელს დაბადებული გოგონების ადამიანის პაპილომავირუსის  (აპვ/HPV) საწინააღმდეგო ვაქცინაცია.

ვაქცინაცია პაპილომავირუსით გამოწვეული საშვილოსნოს ყელის კიბოსაგან დაცვის ეფექტური საშუალებაა - ვაქცინირებულების თითქმის 95-100%-ს უვითარდება ანტისხეულების დამცველობითი ტიტრი.

საშვილოსნოს ყელის კიბოს 90% გამოწვეულია ადამიანის პაპილომა ვირუსით.

საშვილოსნოს ყელის კიბო საშიში დაავადებაა და ხშირად სიკვდილით მთავრდება.

საშვილოსნოს ყელის კიბო სიმსივნურ დაავადებებს შორის სიხშირით მეოთხე ადგილზეა მსოფლიოში, ხოლო  მეხუთე ადგილზე - ევროპის რეგიონში.

საქართველოში საშვილოსნოს ყელის კიბოთი ავადობა ქალთა შორის მესამე ადგილზეა ძუძუს და ფარისებრი ჯირკვლის კიბოს შემდეგ და  ყოველწლიურად საშუალოდ ამ მძიმე დაავადებით 200 ქალი იღუპება.

2006 წლიდან დღემდე ადამიანის პაპილომავირუსული ინფექციის საწინააღმდეგო ვაქცინა დაინერგა მსოფლიოს 75 (31%) ქვეყნის აცრების კალენდარში, რომელთა შორისაა  აშშ, ავსტრია, ავსტრალია, ბელგია, ისრაელი, გაერთიანებული სამეფო, იტალია, კანადა, საფრანგეთი, საბერძნეთი, ლატვია, ლუქსემბურგი, დანია, ფინეთი, ჩეხეთი, კვიპროსი, ლიტვა, სლოვენია, ხორვატია და სხვა.

პაპილომავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის 270 მლნ-ზე მეტი დოზით  მსოფლიოში უკვე აიცრა 100 მლნ-ზე მეტი ადამიანი.

ვაქცინაციისათვის საუკეთესო ასაკია 9-დან 14 წლამდე პერიოდი. სწორედ ამ ასაკში, სქესობრივი ცხოვრების დაწყებამდე,  ჩატარებული ვაქცინაციის შედეგად ყალიბდება ძლიერი და ეფექტური იმუნური პასუხი.

აპვ ვაქცინა პრეკვალიფიცირებულია ჯანრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ.

საშვილოსნოს ყელის კიბოს პრევენცია - აცერი და დაიცავი შენი გოგონას ჯანმრთელობა დღესვე!

 

ინფორმაცია ვაქცინაციის შესახებ - ვიდეო

აპვ რესურსთა კრებული

ზოგადი ინფორმაცია ადამიანის პაპილომავირუსით (აპვ) გამოწვეული დაავადებების და ვაქცინაციის შესახებ

ადამიანის პაპილომავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინები: ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის პოზიცია;  2017 წელი, მაისი 

ადამიანის პაპილომავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის ინდივიდუალური ბარათი