Posted on:
14.06.2021
title
2021 წლის 14 ივნისს გაიმართა დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორის ამირან გამყრელიძის შეხვედრა აშშ დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრების ვირუსული ჰეპატიტების დეპარტამენტის ასოცირებულ დირექტორთან გლობალური ჯანმრთელობის დარგში - პეიჯ არმსტრონგთან.
შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს ჰეპატიტების სკრინინგსა და მიდევნებასთან დაკავშირებული გამოწვევები, ისაუბრეს C ჰეპატიტის პროგრამის ტექნიკურ მრჩეველთა ჯგუფის (TAG) რეკომენდაციების შედეგად განხორციელებულ აქტივობებზე და მომავალ გეგმებზე, ასევე - B და C ჰეპატიტების ელიმინაციის ახალი სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის ძირითად მიმართულებებზე, COVID-19-თან დაკავშირებულ ეპიდემიოლოგიურ ვითარებასა და ვაქციანაციის საკითხებზე. ქალბატონმა არმსტრონგმა თავის საუბარში აღნიშნა საქართველოს მიერ მიღწეული შედეგები და ისაუბრა უახლოეს მომავალში დაგეგმილი აქტივობების შესახებ, მათ შორის - ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ვალიდაციის ინსტრუმენტის თაობაზე, რომელიც 24 ივნისს არის დაგეგმილი, ასევე, ხაზი გაუსვა ფართომასშტაბიანი რანდომიზებული პოლულაციური კვლევის მნიშვნელობას B და C ჰეპატიტებისა და COVID-19 პრევალენტობის გამოსავლენად საქართველოს მოსახლეობაში, რომლის ოფიციალური დაწყება მომავალ კვირაშია დაგეგმილი აშშ დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრების მონაწილეობით.