Logo

ერთიანი ჯანმრთელობის დღე 01.11.2019

title 2019 წლის 1 ნოემბერს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში გაიმართა ერთიანი ჯანმრთელობის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება სლოგანით ძალისხმევათა მხარდაჭერა ადამიანის, ცხოველებისა და გარემოს ჯანმრთელობის სფეროებში შეხვედრას დაესწრნენ ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა , შრომის , ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს , გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს , სურსათის ეროვნული სააგენტოს , სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიის , ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის და ანტიმიკრობული რეზისტენტობის საერთაშორისო ცენტრის (კოპენჰაგენი , დანია) წარმომადგენლები . შეხვედრაზე განხილულ იქნა ზოონოზური ინფექციებისა და ანტიმიკრობული რეზისტენტობის საკითხებისადმი ერთიანი ჯანმრთელობის მიდგომა, როგორც მსოფლიოში , ისე საქართველოში . ქართველი და საერთაშორისო ექსპერტებმა იმსჯელეს ერთიანი ჯანმრთელობის აქტუალურ საკითხებზე და დაიგეგმა საქართველოში აღნიშნული მიდგომით გასატარებელი ღონისძიებები. შეხვედრის ბოლოს გაიმართა დისკუსია.