Logo

ჰეპატიტის მსოფლიო დღისადმი მიძღვნილი სამუშაო შეხვედრა

title

2022 წლის 28 ივლისს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში გაიმართა ჰეპატიტის მსოფლიო დღისადმი მიძღვნილი სამუშაო შეხვედრა.


ღონისძიება ჩატარდა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის, აშშ დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრებისა და ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის საქართველოს ოფისის  თანამშრომლობის ფარგლებში.


შეხვედრაზე განხილულ იქნა  C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის მიღწევები, გამოწვევები  და სამომავლო გეგმები.



ჰეპატიტების მსოფლიო დღე  ყოველწლიურად აღინიშნება 28 ივლისს და საშუალებას აძლევს მსოფლიოს, გაერთიანდეს საერთო მიზნის მისაღწევად, რათა შემცირდეს ვირუსული ჰეპატიტების გლობალური ტვირთი და მოხდეს მოსახლეობის ცნობიერების ამაღლება.
 მიმდინარე წელს, ჰეპატიტის მსოფლიო დღის სლოგანია - „ჰეპატიტების სერვისები მოსახლეობასთან კიდევ უფრო ახლოს!“ (Bringing hepatitis care closer to you!)  და მიზნად ისახავს ცნობიერების ამაღლებას ჰეპატიტების დიაგნოსტიკასა და მკურნალობაზე, მზრუნველობის სერვისების მიღების გამარტივებას პირველადი ჯანდაცვის დაწესებულებებში და საავადმყოფოების მიღმა - თემზე დაფუძნებულ სერვისის მიმწოდებლებში, რათა მოსახლეობისთვის, მათი ადგილსამყოფელის მიუხედავად, ადვილად ხელმისაწვდომი იყოს C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამით უზრუნველყოფილი მომსახურება.