Logo

ვიზიტი ქუთაისში 04.06.2021

title

2021 წლის 4 ივნისს ქ.ქუთაისში დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის წარმომადგენლების ვიზიტის მიზანს წარმოადა იმერეთის მხარეში მიმდინარე ეპიდსიტუაციის განხილვა, შესაბამისი პრევენციული ღონისძიებების დაგეგმვა და ვაქცინაციის გააქტიურება.
აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ბატონი ამირან გამყრელიძე შეხვდა იმერეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებულს ბატონ ზვიად შალამბერიძეს. ასევე, იმერეთის მხარის მუნიციპალიტეტების მერებს და საზოგადოებრივი ჯანდაცვის მუნიციპალური სამსახურების ხელმძღვანელებს.
ცენტრის წარმომადგენლებმა მოინახულეს ქ.ქუთაისში მდებარე კლინიკები, შეხვდნენ სამედიცინო პერსონალს და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს.
ვიზიტის დასასრულს სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში გაიმართა მედიის წარმომადგენლებთან შეხვედრა.