Posted on:
7/18/2017
title
2017 წლის 18 ივლისს, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ლ.საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში გაიმართა სამუშაო შეხვედრა აშშ თავდაცვის საფრთხეების შემცირების სააგენტოს (DTRA) წარმომადგენლებთან.
შეხვედრაზე განხილულ იქნა დაავადებათა ზედამხედველობის ერთიანი ინტეგრირებული სისტემის (EIDSS) ახალ ვერსიასთან მუშაობის პრინციპები, ძველი ვერსიის ხარვეზები, მომავალი ტრენინგებისა და სისტემის გადაცემასთან დაკავშირებით სამომავლო გეგმები.