Logo

ბიოუსაფრთხოების ტრენერების ტრენინგი

title 8-10 ივნისს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ლუგარის ლაბორატორიაში ჩატარდება პრაქტიკული მეცადინეობა ბიოუსაფრთხოების ტრენერების ტრენინგის (TtT) ფარგლებში.

 

ბიოუსაფრთხოების ტრენერების ტრენინგი ჰიბრიდული სწავლების პროცესით მიმდინარეობს და 2022 წლის მარტი-მაისიში სწავლება ონ-ლაინი სესიებით განხორციელდა, 3-დღიანი პრაქტიკული მეცადინეობა კი ადგილზე ჩატარდება.  ტრენინგებს უძრვებიან ნიდერლანდების საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და გარემოს დაცვის ეროვნული ინსტიტუტი (RIVM) ბიოუსაფრთხოების ექსპერტები საერთაშორისო სამეცნიერო და ტექნოლოგიური ცენტრის (ISTC) ფინანსური დახმარებით EU CoE  პროექტის P-53-ის P53 "Strengthening the National Legal framework and Provision of Specialized Training on Bio-Safety and Bio-Security in Central Asian Countrie"ფარგლებში.

 

სასწავლო პროცესში მონაწილეობას იღებს სხვადასხვა ტიპის ლაბორატორიის 20  წარმომადგენელი, რომლებმაც გადამზადების შემდეგ მიღებული ცოდნა უნდა გამოიყენონ ცოდნის გაზიარების მიზნით.

 

ტრენერების ტრენინგში ჩართული არიან დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ლუგარის ლაბორატორიის და რეგიონული ლაბორატორიული ქსელის სპეციალსიტები, სოფლის მეურნეობის სახელმწოფო ლაბორატორიაში შემავალი რეგონული ლაბორატორების სპეციალისტების, ავერსის, ევექსის და ჯეო-ჰოსპიტალსის კლინიკური გაერთიანებების ლაბორატორიის სპეციალისტები, ასევე, ლაბორატორიის თანამშრომელი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან. 

 

ტრენერების ტრენინგის მიზანია ბიოუსაფრთხოების მიმართულებით ეროვნული შესაძლებლობების გაძლიერება და ქვეყნის უკეთესი მზადყოფნა საზოგადიებრივი ჯანმრთელობის გამოწვევების და სიტუაციების მიმართ.