Logo

ავადობის ტვირთის შემსწავლელი სკოლა წარმატებით ჩატარდა

title

2022 წლის 9-12 მაისს გერმანიის რობერტ კოხის სახელობის ინსტიტუტის, სამეცნიერო ქსელის COST Action მიერ ორგანიზებული
(General Aspects of Burden of Diseases Lerning Training School) წარმატებით ჩატარდა თბილისში. სკოლის მასპინძელ ორგანიზაციას დაავადებათა კონტროლის ცენტრი წარმოადგენდა. 
ავადობის ტვირთის შემსწავლელ კურსს ხელმძღვანელობდნენ საერთაშორისო დონის ექსპერტები:   ალექსანდერ რომელი (Dr. Alexander Rommel), პროფესორი ბრეხტ დევლიისხაუერი (Professor Brecht Devleesschauwer), ელენა ვან დერ ლიპი (Elena von der Lippe) და სხვები. სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოსულ მსმენელებს და ექსპერტებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალურმა დირექტორმა ბატონმა ამირან გამყრელიძემ.
ბოლო წლებში საქართველომ მნიშვნელოვანი პროგრესი განიცადა ჯანდაცვის სისტემის რეფორმის მიმართულებით. 


დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი ხელს უწყობს საქართველოს მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვას და გაუმჯობესებას, რისთვისაც აუცილებელია მეცნიერული, მტკიცებულებებზე დაფუძნებული პრევენციის, საზოგადოებრივი ჯანმრთელობის საფრთხეებზე დროული რეაგირების თანამედროვე მეთოდოლოგიის დანერგვა და შესწავლა.


აღნიშნული ამოცანის განხორციელების მიზნით მნიშვნელოვანია საქართველოს  ჩართულობა ისეთ საგანმანათლებო პროექტში, როგორის არის COST Action, რომელიც ორიენტირებულია განვითარებაზე და მიზნად ისახავს ახალი ანალიტიკური ტექნოლოგიების დანერგვას და შესაძლებლობების განვითარებას ჯანდაცვის კვლევის სფეროში და შეისწავლის ჯანდაცვის სისტემისთვის მნიშვნელოვანი მახასიათებლების (DALI, YLL, YLD ..) დათვლის და შეფასების მეთოდოლოგიას.

ძალზე მნიშვნელოვანია, საქართველოს  ჩართულობა ისეთ მნიშვნელოვან პროექტში, რომელიც ორიენტირებულია განვითარებაზე და მიზნად ისახავს ახალი ანალიტიკური ტექნოლოგიების დანერგვას და შესაძლებლობების განვითარებას ჯანდაცვის კვლევის სფეროში და შეისწავლის მნიშვნელოვანი მახასიათებლების (DALI, YLL, YLD ..) დათვლის და შეფასების მეთოლოგიას.