Posted on:
27.10.2021
title
2021 წლის 29 ოქტომბერს სამცხე-ჯავახეთის რეგიონში დაავადებათა კონტოლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ორგანიზებით ვაქცინაციის მარათონი დაიწყო.
კვირეულის ფარგლებში, დაავადებათა კონტოლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრისა გენერალური დირექტორი ამირან გამყრელიძე და გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელი ხათუნა ზახაშვილი იმყოფებოდნენ სოფლებში: უდე, ურაველი და დაბა ბაკურიანში, სადაც ვაქცინაციის პროცესს ადგილზე გაეცნენ და ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდნენ.
ვაქცინაციის პროცესს ასევე, დაბა ბაკურიანის მუნიციპალიტეტის მერი გაეცნო.
ამირან გამყრელიძემ პანდემიის პირობებში მოქალაქეთა ვაქცინირების მნიშვნელობასა და აუცილებლობაზე გაამახვილა ყურადღება: ,,ვაქცინის გარეშე, სამწუხაროდ, ვერ დავუბრუნდებით ნორმალურ ცხოვრებას, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გზა პანდემიის დასასრულებლად არის მოსახლეობის ვაქცინაცია.“