Logo

შეხვედრა ევროკავშირის დაძმობილების (Twinning) პროექტის წარმომადგენლებთან 2021

title

2021 წლის 17 ნოემბერს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში გაიმართა შეხვედრა გარემოს ჯანმრთელობის სფეროში ევროკავშირის მიერ დაფინანსებული ახალი დაძმობილების (Twinning) პროექტის „ადამიანის ჯანმრთელობაზე გარემოს ზემოქმედების შეფასების პრაქტიკის დანერგვის მხარდაჭერა საქართველოში“ წარმომადგენლებთან. პროექტი 2022 წლის თებერვალში დაიწყება და 2 წლის განმავლობაში გაგრძელდება. მისი მიზანია, დაეხმაროს საქართველოს ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებით გათვალისწინებული გარემოს ჯანმრთელობასთან დაკავშირებული ვალდებულებების განხორციელებაში, „ჯანმრთელობა ყველა სექტორში“ მიდგომის შესაბამისად.

 
შეხვედრის დასასრულს, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალურმა დირექტორმა ბ-ნმა ამირან გამყრელიძემ ხელი მოაწერა სამმხრივ ხელშეკრულებას, რომლის თანახმად ევროკავშირი, პროექტის მონაწილე ევროკავშირის ქვეყნები (საფრანგეთი და ფინეთი) და პროექტის მიმღები ადმინისტრაცია იღებენ ვალდებულებას პროექტის განხორციელების თაობაზე