Logo

ჰეპატიტების მსოფლიო დღე

title 28 ივლისს ჰეპატიტების მსოფლიო დღე აღინიშნება
„იცოდე C ჰეპატიტი არ იცდის - მივაღწიოთ სამიზნეს“-დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრში ჰეპატიტების მსოფლიო დღესთან დაკავშირებით შეხვედრა გაიმართა.
ღონისძიება  თამარ გაბუნიამ გახსნა. ჯანდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ, მოწვეულ სტუმრებს საქართველოში C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის მიღწევები,არსებული გამოწვევები, მათი გადაჭრის გზები და სამომავლო გეგმები გააცნო. ისაუბრეს ელიმინაციის სტრატეგიის მნიშვნელოვან ასპექტებთან დაკავშირებით, გადაცემის პრევენციაზე, ინფიცირებული პირების გამოვლენაზე, ლაბორატორიული დიაგნოსტიკის მეთოდების გაუმჯობესებასა და ცნობიერების ამაღლებაზე, ასევე B ჰეპატიტის ელიმინაციის დაწყებასთან დაკავშირებული საკითხებზე.
აღინიშნა, რომ  საქართველოში C ჰეპატიტის დიაგნოსტიკასა და მკურნალობაზე საყოველთაო წვდომამ ქვეყანაში მნიშვნელოვნად შეამცირა დაავადების ტვირთი.  რვა წლის თავზე ქვეყანას მსოფლიო მასშტაბით ერთ-ერთი საუკეთესო მაჩვენებელი აქვს. ინფიცირებულთა რაოდენობა, ისევე როგორც ინფექციის გავრცელების მაჩვენებელი მკვეთრად არის შემცირებული.
ქვეყანაში 2015 წლიდან დაწყებულ პროგრამაში 83 000-ზე მეტი ადამიანი ჩაერთო,განკურნების მაჩვენებელი 99%-ია.
შეხვედრას ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის, აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრების (CDC), ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) საქართველოს ოფისის წარმომადგენლები,  პირველადი ჯანდაცვის სამედიცინო პერსონალი, პაციენტთა ორგანიზაციის წევრები და დარგის ექსპერტები დაესწრნენ.