Logo

ვიზიტი კახეთის რეგიონში 24.04.2021

title 2021 წლის 24 აპრილს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის წარმომადგენლების ვიზიტის მიზანს წარმოადგენდა კახეთის მხარეში მიმდინარე ეპიდსიტუაციის განხილვა, შესაბამისი პრევენციული ღონისძიებების დაგეგმვა და ვაქცინაციის გააქტიურება. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ბატონი ამირან გამყრელიძე შეხვდა კახეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებულს ბატონ ირაკლი შიოშვილს. ასევე, კახეთის მხარის მუნიციპალიტეტების მერებს და საზოგადოებრივი ჯანდაცვის მუნიციპალური სამსახურების ხელმძღვანელებს. ქ.თელავის რეფერალურ საავადმყოფოში აცრები ადგილობრივ ექიმებთან ერთად განახორციელა ალერგოლოგ-იმუნოლოგმა ბატონმა ბიძინა კულუმბეგოვმა. ვიზიტის დასასრულს კახეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში გაიმართა კახეთის რეგიონის ადგილობრივ მედიის წარმომადგენლებთან შეხვედრა, რომელიც კითხვა-პასუხის რეჟიმში მიმდინარეობდა.