Logo

ჯანმოს შუალედური შეფასება 11.02.2021

title 2021 წლის 11 თებერვალს ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონულმა ბიურომ ჩაატარა COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის მზადების პროცესში მორიგი შუალედური შეფასება - “readiness check & fix” იმ ოთხი ქვეყნის შესაძლებლობებისა და მზაობის შესაფასებლად, რომლებიც სერჩეულ იქნენ კოვაქს პლატფორმის ფარგლებში ვაქცინის პირველი პარტიის მიმღებ ქვეყნებად (საქართველო, ბოსნია და ჰერცეგოვინა, უკრაინა, მოლდოვა). შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენლებმა, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელობამ და ყველა ტექნიკური მიმართულების კოორდინატორმა. კითხვა-პასუხის რეჟიმში განხილულ იქნა ყველა ის ტექნიკური მიმართულება, რაც ვაქცინაციის პროცესის დაგეგმვისა და ეფექტურად წარმართვისთვის არის საჭირო. საქართველოს მზაობის დონე, მთლიანობაში, დადებითად იქნა შეფასებული საერთაშორისო ექსპერტების მიერ.