Logo

შეხვედრა ლიეტუვას რესპუბლიკის ელჩთან 21.01.2021

title

2021 წლის 21 იანვარს გაიმართა ლიეტუვას რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან საქართველოში ბატონ ანდრიუს კალინდრასთან. შეხევდრაზე მხარეებმა ისაუბრეს COVID-19-ის წინააღმდეგ ბრძოლაში ქვეყნების მიერ გატარებული საქმიანობის, რეგულაციებისა და სამომავლო გეგმების თაობაზე, მათ შორის - ვაქცინაციასთან დაკავშირებით. შეხვედრაზე განსაკუთრებულად აღინიშნა ორ ქვეყანას შორის არსებული პარტნიორული და მეგობრული ურთიერთობები. ელჩმა ხაზი გაუსვა, რომ COVID-19-ის წინააღმდეგ ვაქცინაციის საკითხებზე ევროკომისიათან კონსულტაციების პროცესში ლიეტუვას მთავრობა ყოველთვის მხარს უჭერს ისეთი აქტივობების განხორციელებას, რომელიც მიმართული იქნება აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებისთვის და მათ შორის - საქართველოსთვის, იმავე რეჟიმის გავრცელებაზე, რაც ევროკავშირის წევრი ქვეყნებისთვის იქნება განსაზღვრული.