Posted on:
18.01.2022
title
რიჩარდ ლუგარის სახელობის საზოგადოებრივი ჯანდაცვის კვლევითი ცენტრის პოლიომიელიტის ნაციონალური ლაბორატორია სრულად აკრედიტებულია, როგორც ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ნაციონალური პოლიო ლაბორატორია.
ნაციონალური ლაბორატორია წარმოადგენს ჯანმოს პოლიომიელიტის შემსწავლელი ლაბორატორიების გლობალური ქსელის ნაწილს. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის სტანდარტებთან სრული შესაბამისობის დასადასტურებლად ყოველწლიურად პროფესიული ტესტირება წარმატებით სრულდება.
ლაბორატორია აწარმოებს პოლიომიელიტისა და სხვა ენტეროვირუსების კვლევას როგორც საქართველოში დარეგისტრირებული მწვავე დუნე დამბლიანი (მდდ) ავადმყოფებიდან აღებული საანალიზო ნიმუშებიდან, ისე სომხეთიდან შემოსული ანალოგიური პაციენტების საანალიზო ნიმუშებიდანაც. დანერგილია უჯრედოვანი კულტურების გამოყენებით ვირუსის გამოყოფის მეთოდიკა, პოლიმერაზული ჯაჭვური რეაქცია და გენომის სეკვენირება.