Logo

ვაქცინაციის მარათონი იმერეთის მხარეში 2021

title ვაქცინაციის მარათონის ფარგლებში დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორის მოადგილე მეცნიერების დარგში პაატა იმნაძე და გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელი ხათუნა ზახაშვილი შეხვდნენ ხონის, ხარაგაულის, ზესტაფონის და სამტრედიის მოსახლეობას და დაესწრნენ ვაქცინაციის პროცესს.

პაატა იმნაძემ პანდემიის პირობებში მოქალაქეთა ვაქცინირების მნიშვნელობასა და აუცილებლობაზე გაამახვილა ყურადღება, - „მსგავსი ტიპის შეხვედრებს ვატარებთ იმისათვის, რომ უშაუალოდ შევხვდეთ ადამიანებს და მათგან მოვისმინოთ ვაქცინაციის რა ბარიერები აქვთ, გავრცელებულია ბევრი დაუდასტურებელი ინფორმაცია და ადამიანებს აინტერესებთ ავუხსნათ რა არის ტყუილი და რა არის სიმართლე. მილიონი ჩვენი მოქალაქე უკვე აცრილია და არავითარი რისკი არ არსებობს. ყველაზე საფრთხილო რაცაა, ეს არის ანაფილაქსიური რეაქცია, რომელიც შეიძლება იმართოს იქვე და ასეთი შემთხვევა 2 მილიონ აცრაზე სულ 8 იყო. ვაქცინის გარეშე, სამწუხაროდ, ვერ დავუბრუნდებით ნორმალურ ცხოვრებას, ერთადერთი გზა არის მოსახლეობის ვაქცინაცია.“