Logo

WHO Euro - ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ჟენევის ოფისის და WHO ECEH-გარემოს და ჯანმრთელობის ევროპის ცენტრის ექსპერტთა მისიის ვიზიტი

title 22-25 ივლისს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში ვიზიტით იმყოფება WHO Euro - ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ჟენევის ოფისის და WHO ECEH-გარემოს და ჯანმრთელობის ევროპის ცენტრის ექსპერტთა მისია, რომლის ძირითადი მიზანია საქართველოს მთავრობის 2019 წლის 19 აპრილის განკარგულების „ბავშვებში ტყვიის ტოქსიკური ზემოქმედების ადრეული გამოვლენისა და მართვის ღონისძიებების გატარების შესახებ“ თანახმად შემუშავებული ტყვიის ტოქსიკური ზემოქმედების კონტროლის ერთიანი მულტისექტორული ხანგრძლივვადიანი სამოქმედო გეგმის პროექტის განხილვა. დაგეგმილია სამუშაო შეხვედრები მრგვალი მაგიდის ფორმატში.