Logo

გაეროს მუდმივი კოორდინატორის ვიზიტი

title


2019 წლის 22 აგვისტოს საქართველოში გაეროს მისიის მუდმივი კოორდინატორი - ქ-ნი საბინე მახლი ესტუმრა დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრს და შეხვდა ცენტრის ხელმძღვანელობას. შეხვედრაზე გენერალურმა დირექტორმა - ბატონმა ამირან გამყრელიძემ ქ-ნ მახლს წარმოუდგინა ინფორმაცია დკსჯეცის შესახებ, გააცნო საერთაშორისო პარტნიორობის ფარგლებში მიღწეული შედეგები და მხარეებმა იმსჯელეს თანამშრომლობის გაგრძელებაზე კონკრეტული მიმართულებებით. შეხვედრის შემდეგ, ქ-მა საბინე მახლმა დაათვალიერა ლუგარის ს/ჯ კვლევითი ცენტრი.