title
2016 წლის 1 ნოემბერს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში გაიმართა შეხვედრა თემაზე
ალკოჰოლის, თამბაქოსა და სხვა ნარკოტიკის მოხმარების შემსწავლელი ევროპის სასკოლო კვლევის შედეგები
შეხვედრას დაესწრნენ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროების და დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრის ხელმძღვანელი პირები; ასევე საქართველოს პარლამენტის, თამბაქოს კონტროლის სამთავრობო კომისიის წევრი უწყებების, სამთავრობო, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, დარგის ექსპერტები.
პროექტი განხორციელდა ევროპის ნარკოტიკებისა და ნარკოდამოკიდებულების ევროპის მონიტორინგის ცენტრის (EMCDDA) ტექნიკური და ფინანსური დახმარებით; საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვისა და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროებთან მჭიდრო თანამშრომლობით.
შეხვედრაზე დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულმა ცენტრმა წარმოადგინა ალკოჰოლის, თამბაქოსა და სხვა ნარკოტიკის მოხმარების შემსწავლელი ევროპის სასკოლო კვლევის (ESPAD - European School Survey Project on Alcohol and Other Drugs) შედეგები.
ალკოჰოლის, თამბაქოსა და და სხვა ნარკოტიკული ნივთიერებების მოხმარების შემსწავლელი ევროპის სკოლების კვლევის პროექტი საერთაშორისო კვლევაა, რომელიც ევროპის 35-ზე მეტ ქვეყანაში ტარდება. 2015 წელს პროექტს შეუერთდა საქართველოც. რაც ნიშნავს, რომ ჩვენ გავხდით ESPAD (the European School Survey Project on Alcohol and Other Drugs) ქვეყანა.
ESPAD-ის პროექტის მთავარი მიზანია შედარებადი მონაცემების შეგროვება საქართველოში 1999 წელს დაბადებული სტუდენტების მიერ სხვადასხვა ნივთიერების გამოყენების შესახებ. ამ მონაცემის გამოყენება მოხდება ევროპაში მოსწავლეთა შორის ნივთიერებების გამოყენების ტენდენციების მონიტორინგისა და ქვეყნებს და ქვეყნების ჯგუფებს შორის ტენდენციების შესადარებლად.