Posted on:
9/5/2016
title
2016 წლის 5 სექტემბერს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულმა ცენტრმა უმასპინძლა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის დელეგაციას, რომელსაც წარმოადგენდნენ ეროვნული ჯანდაცვისა და ოჯახის დაგეგმარების კომიტეტის წარმომადგენლები და ჩინეთის ელჩი საქართველოში. შეხვედრაზე ორივე მხარის ხელმძღვანელმა პირებმა წარმოადგინეს პრეზენტაციები მათდამი დაქვემდებარებული ორგანიზაციების საქმიანობის შესახებ და დასახეს სამომავლო თანამშრომლობის გეგმები. შეხვედრის შემდეგ სტუმრები ეწვივნენ რ. ლუგარის სახ. საზოგადოებრივი ჯანმრთელობის კვლევით ცენტრს.