Logo

C ჰეპატიტის ელიმინაციის მე-8 ეროვნული სამუშაო შეხვედრა 15.09.2021

title 2021 წლის 15-16 სექტემბერს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ორგანიზებით და აშშ დაავადებათა კონტროლის და პრევენციის ცენტრებისა და ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მხარდაჭერით გაიმართა ,,C ჰეპატიტის ელიმინაციის მე-8 ეროვნულ სამუშაო შეხვედრა’’.

შეხვედრას ესწრებოდნენ დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის, აშშ დაავადებათა კონტროლის და პრევენციის ცენტრებისა და ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის საქართველოს ოფისის ხელმძღვანელი პირები, უცხოელი პარტნიორები და საერთაშორისო და ადგილობრივი დარგის ექსპერტები.

შეხვედრაზე მთავარი განხილვის თემა იყო 2021-2025 წლების C ჰეპატიტის ელიმინაციის ახალი სტრატეგიული გეგმა, რომელიც დაეფუძნა ტექნიკურ ექსპერტთა ჯგუფის 2019 წლის რეკომენდაციებს, მათ შორის, B ჰეპატიტის ელიმინაციის და საყოველთაო ჯანდაცვაში შესაძლო ინტეგრაციის შესახებ. წარმოდგენილი იქნა საქართველოში მიმდინარე C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამაში არსებული გამოწვევები და სამომავლოდ დაგეგმილი აქტივობები.
შეხვედრა წარიმართა მოკლე პრეზენტაციების ფორმატში, თითოეულ სტრატეგიულ მიმართულებაზე გაიმართა სადისკუსიო სესიები.