Posted on:
13.10.2020
title
2021 წლის 23 აპრილს ქვემო ქართლში დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი ბატონი ამირან გამყრელიძე ვიზიტით იმყოფებოდა.
ვიზიტის მიზანს წარმოადგენდა რეგიონში მიმდინარე ეპიდსიტუაციის განხილვა, შესაბამისი პრევენციული ღონისძიებების დაგეგმვა და ვაქცინაციის გააქტიურება.
დაგეგმილი ვიზიტის ფარგლებში ბატონი ამირან გამყრელიძე შეხვდა ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულს, მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელებს და საზოგადოებრივი ჯანდაცვის მუნიციპალურ წარმომადგენლებს.
ცენტრის წამომადგენლებმა მოინახულეს რუსთავის ცენტრალური საავადმყოფო და კლინიკა ,,რუსთავი".
ვიზიტის დასასრულს ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში ბატონი ამირან გამყრელიძის პრესკონფერენცია გაიმართა, რომელიც მიმდინარეობდა კითხვა-პასუხის რეჟიმში.