Logo

მადლობა დოქტორ სარა ბორგს

title

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი მადლობას უხდის დოქტორ სარა ბორგს, გერმანული ბიოუსაფრთხოების პროექტის მენეჯერს საქართველოში, პროექტის წარმატებულად განხორციელებაში შეტანილი აქტიური წვლილისთვის და აგრეთვე, იმ თანადგომისათვის, რომელიც მან გამოიჩინა ლუგარის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის კვლევითი ცენტრის გამჭვირვალობის ვიზიტის დროს. მისი მრავალწლიანი ნაყოფიერი თანამშრომლობის შედეგად, დაავადებათა კონტროლისა და  საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრსა და ბუნდესვერის მიკრობილოგიის ინსტიტუტს შორის არსებული ურთიერთობები და თანამშრომლობა უფრო მეტად გაღრმავდა. 2019 წლის 19 სექტემბერს, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალურმა დირექტორმა ბატონმა ამირან გამყრელიძემ მადლობის სიგელი გადასცა დოქტორ სარა ბორგს და წარმატებები უსურვა ახალ საქმიანობაში.